image
image
3
4
5
6
7
image
image
Loading..
image

თემა: ბოროტი ზრახვები

რას ნიშნავს ჯვარი გარეგნული და შინაგანი?გარეგნული ჯვარია აშკარა დაცინვა, საყვედურები გაკიცხვა და ცილისწამება სხვათაგან. შინაგანი კი - ყველაფერი ეს, ოღონდ ბოროტი ზრახვებისა და სურვილებისაგან (წმ. თეოფანე დაყუდებული).
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

როგორ ვაქციოთ ბოროტი ზრახვები სულის მხსნელად?ბოროტი ზრახვები - ეს ჩვენი ხსნა არის, თუ კი გავაცნობიერებთ, რომ ეს ცუდია და შევებძოლებით, რათა არ აღვასრულოთ, საქმედ არ ვაქციოთ (ღირსი ნექტარიუს ოპტინელი).
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

რამდენად აზიანებს სულს შინიდან გამოსვლა?რამდენ სახეს შევხვდები, სანამ შენამდე მოვალ! რამდენს დავინახავ, სანამ ჩემს ადგილზე დავბრუნდები! რამდენი მიზეზი გაუჩნდება ჩემს სულს ზრახვებისათვის ადამიანებთან შეხვედრისას; როგორ შეცბუნდება გაღვიძებული ვნებებისაგან, რისგანაც რამდენადმე დამშვიდებული იყო (წმ. ისააკ ასური).
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

რატომ ხდება, რომ ერთა და იმავე მოვლენას, ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი - უბედურებად?
-ყოველი ადამიანი ამათუიმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

ყოველი ჩვენგანი თითქმის ყოველთვის ზრახვათა მონაა. ისინი გონებაში შემოიჭრებიან და ანაგვიანებენ მას უსარგებლო, ფუჭი, მავნებელი და გამრყვნელი წარმოდგენებით, სურათებით, მოგონებებით. აზრის მართებულ, მშვიდ მსვლელობაში შემოიჭრება ხოლმე მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

როგორ ვებრძოლოთ ცოდვიან ზრახვებს?ყოველგვარი ცოდვიანი ზრახვის საწინააღმდეგოდ ყველაზე ძლიერი იარაღია ლოცვა, განსაკუთრებით - იესოს ლოცვა. თუმცა ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს. პატივმოყვარული და თავის თავზე დიდი წარმოდგენის აზრების საწინააღმდეგოდ ვიფიქროთ საკუთარი სხეულის ხრწნადობაზე; სიამაყის საწინააღმდეგოდ გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ერთი - ამპარტავნება ყველა კეთილ საქმეს შთანთქავს; ბოროტი მეხსიერების საწინააღმდეგოდ მტერზე ვილოცოთ; განკითხვის საწინააღმდეგოდ თავს ვუსაყვედუროთ სიამაყე, გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები, ვილოცოთ, რათა უფალმა გამოასწოროს ცოდვაში ჩავარდნილი და შეუნდოს; გმობის საწინააღმდეგოდ - არ მივაქციოთ ყურადღება ამას და ეს ეშმაკებს მივაწეროთ, ვაღიაროთ აღსარებაზე, ვილოცოთ მათ წინაშე, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული გმობა. ამაო აზრების საწინაღმდეგოდ წავიკითხოთ წმინდა წერილი, ვიფიქროთ ღმეთსა და ყველფერ ღვთიურზე; მრუშული აზრების საწინააღმდეგოდ გავიხსენოთ საშინელი სამსჯავრო, მუდმივი სატანჯველი.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

რას უნდა ერიდებოდეს სულიერი ადამიანი?სულიერ ღვაწლში მყოფი ყველანაირად უნდა ერიდებოდეს იმგვარ აზრებს, რომლებიც აღწევს მის გონებასა და გულში და ესათუთება. სატანა დიდი გამომგონებელია ბოროტმოქმედებაში: როდესაც ღვთისმოსავი ადამიანის ყურადღებას ვერ წყვეტს მათთვის ძვირფასი ცხოვრების წესისა და საქციელისაგან და ვერ ხრის იქითკენ, საითაც მას სურს, მაშინ ცდილობს მათ გაოცებას სხვა ხერხით. იგი აქებს მათ. როგორც იმგვარ ადამიანებს, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს, მერე განადიდებს, როგორც წმიდანებს, ეფერება, როგორ ღმერთის მეგობრად გამხდართ და უკვე ყველა სათნოების მომხვეჭთ. ამდაგვარად ის მათში აღძრავს სიამაყეს და ნელ-ნელა ღმერთის წინააღმდეგ განაწყობს და ბოლოს, ძირფესვიანად ამოგლეჯს ზოგიერთი მცენარესავით.
ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც აღვნიშნეთ, უნდა ვერიდოთ ზრახვებს, რომლებიც ჩვენს გონებასა და გულს ელოლიავება (წმ. კირილე ალექსანდრიელი).
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, რა დაგვეხმარება "მემარცხენე" ზრახვებთან ბრძოლაში?საკუთარი თავის მიმართ სიფხიზლე და გამუდმებული ლოცვა. როდესაც საკუთარ თავს ფხიზლად მეთვალყურეობ, ფრთხილად იქცევი და კეთილ ზრახვებს ამუშავებ. მაგალითად, როდესაც ფინჯანს ხედავ, ფიქრს იწყებ წმიდა ბარძიმზე, საიდუმლო სერობაზე, ქრისტეზე. მაგრამ თუ სულიერად ფხიზლად არა ხარ, შესაძლოა, გონება უამრავ არასულიერ, ან - ან პირდაპირ ცოდვილ საგანზე გაგექცეს, ამიტომ შეეცადე, რომ საკუთარ თავში არ შეაგროვო აზრების "ნაგავი", იმიტომ, რომ მერე ამ ზრახვების განსადევნდ მცირეოდენი ძალისხმევა აღარ იკმარებს. იკითხე იესოს ლოცვა და სულიერად მობილიზებული იყავი, თუ გონება სადღაც გაგექცევა, კვლავ უკან დააბრუნე ის. გამუდმებით აკეთე ეს, გონებას ტრიალის საშუალებას ნუ მისცემ. თუკი გონება გამუდმებით იმყოფება არა პირდაპირ ცოდვილი აზრების სფეროში, არამედ - ნეიტრალური საგნების ირგვლივ ტრიალებს, ეს ნეიტრალური აზრები იტაცებენ მას და მის "ნეიტრალიზებას" ახერხებენ. სწორედ ამ დროს იფლანგება იგი ამაოდ. ამასთან, დაბნეულობის შედეგად შობილი აზრები გაცილებით მზაკვარია, ვიდრე - აშკარად ბოროტი აზრები. პირველთ ხომ, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ და ამიტომ, არც ცდილობენ მათ თავიდან მოშორებას.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?უკვე გითხარით, იმისათვის, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მივიღოთ ის მზაკვარი აზრები000, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ თვითონ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად. ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაცდუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შმწყნარებლურად, სიყვარულით ნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთისმოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უცქერს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.

იმისათვის, რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთარი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან - რასაც ვხედავთ, კეთილ ზრახვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა, თავისი მზაკვრული "დეპეშების" გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად გავთავისუფლდებით საკუთარი ზრახვებისაგან, მაგრამ, გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვეღარაფერს დაგვაკლებს.
წმიდაო მამა, ლოცვა გონების გაწმენდას ხელს უწყობს?მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ "გული წმიდა" გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ აზრებს ჩვენში შეოსვლის ნებას არ ვაძლევთ.წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნებაიმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განსწმენდს. მართლაცდა, "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყვანი ბოროტნი" და "ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი". მაგრამ გარდა იმისა, რომ კეთილი ზრახვების ამოქმედებით ადამიანი გულს განიწმენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.
link
image
image
3
4
5
6
7
image
image