image

თემა: ბოროტი ზრახვები

ყოველი ჩვენგანი თითქმის ყოველთვის ზრახვათა მონაა. ისინი გონებაში შემოიჭრებიან და ანაგვიანებენ მას უსარგებლო, ფუჭი, მავნებელი და გამრყვნელი წარმოდგენებით, სურათებით, მოგონებებით. აზრის მართებულ, მშვიდ მსვლელობაში შემოიჭრება ხოლმე მასთან დაუკავშირებელი და ხელისშემშლელი მოგონებები, წარმოდგენები; მაგალითად, გუშინდელი შეხვედრის, უსიამოვნო საუბრის, გეგმების, შთაბეჭდილებების, პრესისა და რადიოს ინფორმაციის შესახებ. განსაკუთრებით ანაგვიანებს გონებასა და გულს ყოველივე ეს, როდესაც კაცი შინ ან ტაძარში ლოცულობს. თითქოს განგებ ეძალება მას მრავალი ფიქრი, მომავლის გეგმები, წვრილმანი საზრუნავი, ღელვა დავიწყებულის შესახებ, გაღიზიანება სხვა ადამიანზე, რაიმეს გაკეთების სურვილი. თქვენი ლოცვა ლოცვას აღარ ჰგავს, ხელი გეშლებათ, ბრკოლდებით, ჩქარობთ, რომ სწრაფად შეასრულოთ თქვენი კანონი და საქმეს მიჰყოთ ხელი. რატომ გვემართება ყოველივე ეს? რათქმაუნდა, უპირველეს ყოველისა, ჩვენი შეგნების გაუწვრთნელობის გამო. ჩვენს „განათლებულ“ მეოცე საუკუნეში, მეტ–ნაკლებად განათლებული ნაწილი საზოგადოებისა, არა თუ ხმამაღლა ლაპარაკს, სერიოზულად ფიქრსაც კი თაკილობს სატანურ ძალაზე, რომელიც ყოველგვარი საშუალებით ცდილობს ჩვენი გონებისა და გულის დანაგვიანებას, შებილწვს, გასვრას, რათა თავის ნებას დაუმორჩილოს იგი, წაგვართვას სიწმინდე და სინათლე აზროვნებისა, დაგვაშოროს უფალს და ხშირად უნებლიედ, გაუცნობიერებლად გადავიქცევით ხოლმე ამ ბოროტი ძალის ხელში სათამაშოდ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები