image
image
5
6
7
Loading..
image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმინდაო მამაო, რატომაა, რომ მონასტერში სხვადასხვაგვარი ცუდი ზრახვები მისაფრდებიან, მაშინ, როდესაც ერში ამისთანა რამ არ მემართება? მე თვითონ ვაძლევ ვაძლევ მათ ამის ნებას?არა, შე ჩერჩეტო, გაუშვი, მოვიდნენ და წავიდნენ, განა თვითმფრინავები მონასტრის თავზე რომ დაფრენენ და სიმშვიდეს გირღვევენ, ამის ნებართვას შენგან იღებენ? იგივე ხდება ზრახვებთან დაკავშირებით. ამ ზრახვებს ეშმაკი ჩაგაგონებს, იმედს ნუ დაკარგავ, ისინი გადამფრენ ფრინველებს გვანან, რომლებიც ცაში მოფრთხიალენი მეტად წარმტაცად გამოიყურებიან, შენ კი პირდაღებული უცქერ და ტკბები. თუმცა, როდესაც ეს ფრინველები ძირს დაეშვებიან, შენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ და ბარტყებს გამოჩეკენ, მთელ სახლს აბინძურებენ.მაშ, რატომაა, წმიდაო მამაო, რომ ასეთი აზრები მომდის თავში?ეს ეშმაკი მუშაობს, მაგრამ თვით შენშიც არის რაღაც მღვრიე ნალექი, რომლის გაწმენდაც ჯერაც არ დაგიწყია. მაგრამ თუ ამ ზრახვებს არ მიიღებ, არც პასუხისმგებლობას კისრულობ. მიუშვი ძაღლები, დაე, გიყეფონ და ქვას ნუ დაუშენ მათ, რადგან ვიდრე მათთვის ქვის სროლას არ შეწყვეტ, არც ისინი შეწყვეტენ ყეფას, მერე კი ამ ბევრი ქვისაგან თავისთვის "მონასტერს" ან სახლს ააშენებენ, - რამდენადაც ამისთვის სამშენებლო მასალა ეყოფად. ბოლოს უკვე შენთვის აღარ იქნება ადვილი მათი აშენებულს დანგრევა.წმიდაო მამაო, როდის ხდება შერიგება ზრახვებთან?როდესაც მათ კარამელივით წოვ. შეეცადე, რომ მათით არ დატკბე, დიახ - მათით, გაქედან შაქრის მინანქრით რომ არიან დაფარულნი, ხოლო, შიგნიდან - მწარე შხამით სავსენი, თორემ შედეგად მწარე იმედგაცრუებას მიიღებ. ადამიანებისაგან ჩვენში დანერგილი ავი ზრახვები დიდი მღელვარების მიზეზი ნუ გახდება. მსგავსი ზრახვები ხომ მხოლოდ ანგელოზებისა და სრულყოფილებამდე ამაღლებული ადამიანებისთვის არის უცხო. მღელვარება მაშინაა გამართლებული, როდესაც ადამიანი მოასწორებს თავისი გულის ნაწილს და ამ აეროდრომზე მიიღებს "ვეტმფრენებს", ანუ - ეშმაკებს. თუკი ასეთი რამ მოხდა, საჭიროა დაუყოვნებლივ აღსარება, აეროდრომის გადახვნა და იქ ნოყიერი ხეების დარგვა, რათა გული კვლავ სამოთხის ბაღად გადაიქცეს.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, როდესაც რაიმე პრობლემა მოსაგვარებელი, ძალიან ვღელავ და ძილი მიკრთება.შენი უმთავრესი პრობლემა ბევრი ზრახვის ქონაა. ამდენი ზრახვა რომ არ გქონდეს, მორჩილებაზეც და სულიერ ცხოვრებაშიც მეტი წარმატებით იშრომებდი. მაგრამ მე გასწავლი ერთ საშუალებას, რომლითაც ზრახვებს გაექცევი. აი, მომისმინე: მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებელი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: "ეს დღეის საქმე არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ". მაგრამ თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ დაიტანჯავ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრით და ნურც გამუდმებით სამომავლოდ გადასდებ მას, აირჩიე რომელიმე, გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი, ხოლო შედეგზე ზრუნვა ღმერთს მიანდე. შეეცადე, სკურპულოზურ, უზომო მცდელობას ერიდო, რომ თავის მტვრევა არ მოგიხდეს. ღვთისმოსაობით აკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამასთან, უბრალოდ და ღვთისადმი ნდობით იმოქმედე. თუკი ჩვენს მომავალსა და სასოებას ღმერთს მივანდობთ, გარკვეულწილად ვაიძულებთ მას რომ დაგვეხმაროს. მრავალი ზრახვისაგან ნორმალური ადამიანიც კი შესაძლოა, სრულიად დაუძლურდეს. თუ ავადმყოფი და ტანჯული დაკარგავს მოსვენებას, მისი გამართლება შეიძლება. მაგრამ თუკი ვინმე ჯანმრთელთაგანი იტანჯება "მემარცხენე" ზრახვებისაგან, მას მაშინათვე დამამშვიდებელი ხალათი უნდა გადააცვა! განა გონივრული საქმეა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გქონდეს და ამავე დროს საკუთარი ზრახვები გტანჯავდნენ?! ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია. მათთან, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა - კეთილი ზრახვებისა. სწორედ ამიტომ იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად, ადამიანი სადღაც მიდის მანქანით: გზაში ძრავა ახმაურდება და იგი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას მცირედ აყოვნებს. კეთილი ზრახვა რომ ქონდეს, დაგვიანებული იტყოდა: "ჩანს სახიერმა ღმერთმა შემთხვევით არ დამაყოვნა. ვინ იცის: იქნებ ეს დაყოვნება რომ არა, ავარია შემმთხვეოდა. ღმერთო, მადლობა როგორ გადაგიხადო იმისათვის, რომ საფრთხისაგან მიხსენი"?! და ეს ადამიანი ღმერთს დიდებს ხოლო იგი, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, მომხდარს სულიერად ვერ მიუდგება და ღმერთის დადანაშაულებასა და გმობას დაიწყებს: "ეს რა უიღბლობაა, ადრე მისვლის მაგიერ დავაგვიანე! ყველაფერი უკუღმაა! აბა, ღმერთს სამართალი აქვს?!

როდესაც ყოველივეს - თავსგადახდენილს ადამიანი კეთილი ზრახვით შეხედავს, იგი შეწევნას იღებს. ხოლო, თუ "მემარცხენედ" მუშაობს, იტანჯება, ძალებისაგან იფიტება, წონასწორობას კარგავს. მახსოვს, მრავალი წლის წინროგორ ჩამოვედით წმიდა მთიდან ურანოპოლისში და კიდევ უფრო შორს - სალონიკში წასვლას ვაპირებდით. მოგვცეს სატვირთო, რომელიც უკვე ათასი ხარახურით იყო სავსე: აქ იყო ჩემოდნები, ფორთოხლები, თევზი, ცარიელი და ჭუჭყიანი კალათები, ამავე ძარაზ ამოვიდა ხალხი: ათონიადის მოსწავლეები, ბერები, ერისკაცები. ვინც შეძლო, ფიცრებზე ჩამოსხდნენ, დანარჩენები კი ფეხზე იდგნენ. ერთი მოღუშული ერისკაცი ჩემს ახლოს სკამზე მოთავსდა, სივიწროვემ ძალიან შეაწუხა და უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა: "ეს რა უმსგავსობაა"! მოშორებით კი იდგა ბერი, რომელიც ერთიანად მყრალ, თევზით სავსე კალათებში იყო ჩაფლული, საბრალოს იქიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა. სატვირთო მანქანა დანგრეულ გზას დაადგა, ოღროჩოღრო შარაზე ინჯღრეოდა და რახრახებდა. ერთმანეთზე შედგმული კალათები ბერს თავზე დააცვივდა, ის მოგერიებას ცდილობდა, ხელებს იქნევდა და თავიდან ირიდებდა, რომ არ გასტეხოდა. ჩემი მოხუშული მეზობელი კი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ცოტა ვიწროდ იჯდა. მე შევუძახე: "რას ყვირი, ნახე ერთი შენი მეზობელი რა დღეშია! მანდ როგორ ხარ მამაო"? "ჯოჯოხეტში უარესია, წმიდაო მამაო". ღმილით მომიგო მან. ერთი იჯდა და მიუხედავად ამისა - იტანჯებოდა, მეორე კი ხარობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავზე თევზის კალათების გროვები ეყარა. გზა კი შორი იყო - დაახლოებით ორი საათის სავალი. ერისკაცმა წარმოიდგინა, რამდენად კომფორტულად იმგზავრებდა ავტობუსით და მზად იყო, ყველაფერი გაეცამტვერებინა. ბერი კი ხარობდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად მძიმეა ჯოჯოხეთის სატანჯველი: "ორ საათში ადგილზე მივალთ და ამ გროვიდან თავს დავიხსნი, ხოლო საბრალო ცოდვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ იტანჯებიან. ჯოჯოხეთის სატანჯველთან ხომ ეს კალათები და ხალხის ზედახორა ახლოსაც ვერ მოვა. დიდება შენდა ღმერთო! აქ ისე ცუდი არ არის, როგორც - იქ".
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს?შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმაწმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას - წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს - წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ.

ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ ბოროტი ზრახვების აფრენის საშიშროებას - ეშმაკის "აეროდრომიდან", რომელზედაც მათი "ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ, რამდენად შეძლებთ, შეეცადეთ, ეშმაკს თქვენში ბოროტი ზრახვების დანერგვის დრო არ მისცეთ. შეეცადეთ, თვითონვე განსაზღვროთ და კეთილი ზრახვები ჩაინერგოთ, რათა გული საყვავილედ გექცეთ და თქვენს ლოცვას თქვენივე გულის კეთილსურნელება სდევდეს თან.

თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ხვაწლსაც არ უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.

რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ - იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?!

ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე - ნებისმიერი ასკეტიკური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმინდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლისაგან თავს იკავებს. მაგრამ ერთი სწორად ამუშავებული კეთილი ზრახვა მეტ ძალას ფლობს, ვიდრე - მთელი ეს მღვიძარება და მარხვა და მას გაცილებით ქვედითად ეხმარება.
როდესაც "წმინდა ზრახვებზე" საუბრობთ, ამ სიტყვაში მხოლოდ ასკეტიკურ აზრს დებთ, თუ უფრო ვრცელი მნიშვნელობით ხმარობთ მას?ვრცელსაც. როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმიდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხვას და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და სტანჯავს მას.წმიდაო მამაო, ანუ - სხვათა განკითხვით ადამიანი ეშმაკს ნებას აძლევს, რომ ტანჯოს იგი?დიახ. ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისაკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: "ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ, სამართალი სასჯელი საჯეთ". მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფრის გამართლებას პოულობს.

ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეპეშები არ მივიღოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის "ტაძარი... სულისა წმიდისა". ღვთის მადლი განგვეშორება და შედეგად - სულიერად ვბრმავდებით. ხოლო, როდესაც თქვენს გულს სუფთასა და უზაკველს ხედავს, სულიწმიდა მოდის და სახლდება მასში. სულიწმიდას ხომ უმწიკვლო სიწმიდე უყვარს, სწორედ ამიტომ მოივლინა იგი მტრედის სახით.
link
image
image
5
6
7