1
2
image
image
Loading..
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

რა სარგებლობა მოაქვს საკუთარი თავის განსჯას?სრულყოფილებისაკენ გზა - ეს არის საკუთარი თავის განსჯა. ეს ნიშნავს, ყოველთვის, ყველაფერში საკუთარი თავი გაამტყუნო და სხვა არავინ დაადანაშაულო. საკუთარი თავის განსჯით მოღვაწე გადაეჩვევა განკითხვის ცოდვას. მას განუმტკიცდება სულიერი სამყარო, რადგან ყველაფრის გამო თავისი თავის განმკიცხველი არავისზე დრტვინავს და არ იქნება შეურაცხყოფილი.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

559. რა სიკეთეს შეგვძენს საკუთარი თავის დადანაშაულება უფლის წინაშე?ნუთუ ვერ ხედავთ ქანაანელ დედაკაცს, რომელიც შეუვრდა იესოს, ღაღადებდა და ევედრებოდა მას თავისი ასულის განკურნებას? მაცხოვარმა კი შეიწყნარა იგი და განუსვენა მას. იხილეთ აბიგეა, რომელმაც უთხრა დავითს: „ჩემ ზედა არს, უფალო ჩემო, შეცოდება ეგე“. ისმინა დავით მეფემ მისი და შიყვარა იგი. აბიგეა სახეა სულის, დავითი – ღვთისა. თუკი სული საკუთარ თავს ადანაშაულებს უფლის წინაშე, შეიყვარებს და განუსვენებს მას ღმერთი.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

767. როდესაც ჩემს აშკარა ცოდვას, რისთვისაც საკუთარ თავს უნდა ვუსაყვედურო, ვერ ვხედავ და მაშინვე ვერ ვპოულობ მას, როგორ მოვიქცე?თქვი: მე რომ შევცოდე, ეს უეჭველია, მაგრამ ეხლა ცოდვა ჩემი თვალთახედვიდან მიიმალა. ეს კი საკუთარი თავის დადანაშაულებას ნიშნავს.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

696. როგორ დავარწმუნო გული, რომ ყოველი ადამიანი მართალია და მე ყველაზე ცოდვილი ვარ? ყველა მართალ ადამიანად რომ მივიჩნიო, აზრებში ეჭვი მეპარება.საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად და ყველაზე უკანასკნელად შერაცხე და ჰპოვებ სიმშვიდეს.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ?სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ შენი სულიერი სისუსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეგრძნო, თავს აღარ გაიმართლებდი. ჩვენ, საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე, რომ ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგნებთან ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უფრო დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვაწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგვაჩნია.შეიძლება თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს?ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართლებს. აბა, შეხედე, ხდება, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოსდაბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. "როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთესად ვიგრძნო თავი"?! - ფიქრობს იგი.წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში საკუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს?ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგვარ საქმეში, რასა უნდა აკეთებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს თავის თვითნებობას, სიჯიუტეს, ეგოიზმს, სიცრუეს.მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი, როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკუთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით - წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის?იმ ადამიანს, ვინც სწორად აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილი ყოველგვარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ თუკი ადამიანი სულიერ ღვაწლს შედგომილიარ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკუღმა ესმის. მისთვის უმჯობესია, თუ საკუთარ ზრახვებს მოძღვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მაგალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა, ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ყოფნით, ანდა - წაკითხულის აზრს სწორად ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმართლონ. საშინელი საქმეა! ამასთან, ისიც შევნიშნე, რომ ეს ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად, მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწყვეტინებენ და ცდილობენ, მასში აღმოაჩინონ რაღაც "სხვა", რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. როდესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ამ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: "თუკი ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვიმსახურებთ"! ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

540. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო, ბრძოლები მოსვენებას არ მაძლევენ და აზრები უფრო და უფრო მიჯანყდებიან. მითხარი რა არის იმის ნიშანი, რომ ღმერთს ვსასოებ და რა - ცოდვების შენდობის ნიშანი? როგორ ვიჯდე ღვთისნიერად სენაკში?ძმაო! ბრძოლების ჟამი, საქმიანობის ჟამია. ნუ უძლურდები, არამედ იღვაწე და იბრძოლე. თუ ის გაძლიერდა, შენც გაძლიერდი და მოუხმე: „უფალო იესო ქრისტე, შენ ხედავ ჩემს უძლურებას და წუხილს, შემეწიე და მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე“ (ფსალმ. 141, 7; 142, 9), და ღმერთს წმინდა გულით რომ ემსახურო, ძალა ითხოვე. ღვთის სასოების ნიშანი ისაა, რომ ყველანაირი აზრი, რომელიც სხეულზე ზრუნვას გვაიძულებს, მოვიშოროთ და არამც და არამც არ ვიფიქროთ, თითქოს ამ საუკუნეში რაიმე გაგვაჩნია, რამეთუ სხვაგვარად მისი იმედი გვექნება და არა ღვთისა. ცოდვების შენდობის ნიშანი კი ისაა, რომ მოვიძულოთ ისინი და აღარ გავიმეოროთ. ხოლო, როდესაც ადამიანი გულისთქმებს ნებდება და ტკბება, ან საქმით აღასრულებს მათ - ეს იმის ნიშანია, რომ ცოდვები ჯერ არა აქვს შენდობილი და ის ჯერ კიდევ დამნაშავეა. სენაკში ღვთისნიერი ყოფნა საკუთარი თავის განკითხვას ნიშნავს; მაგალითად, თუ გულში სენაკის სილამაზით ან ხორციელი მოსვენებით ტკბები, მაშინ უნდა თქვა: „ვაი, მე ცოდვილს! ეს ყველაფერი ჩემს განკითხვას ემსახურება; მე მათი ღირსიც არა ვარ. სხვები კი, ღირსეულები, სივიწროვეს ითმენენ, დაეხეტებიან და თავშესაფარს ვერ პოულობენ. უფალო იესო ქრისტე, შემინდე მე ეს, შენი სახელისთვის, რომელსაც ვატარებ“. ჩემო შვილო, დაე ღმერთმა გაგაძლიეროს და განგამტკიცოს, რომ წარმატებას მიაღწიო და სრულყოფილ საზომს მიეახლო, ამინ.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

წმიდაო მამაო, ხშირად, როდესაც შენიშვნას მაძლევენ, ვფიქრობ, რომ ახსნა-განმარტება ახსნა-განმარტება აუცილებელია და ვიწყებ: "დიახ, ეს ასეა, თუმცაარ ვიცი, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ..."და რაში გჭირდება ეს "თუმცა" და "ხომ არ". სწორედ ეს რყვნის ყოველივეს; თუ შენიშვნას გაძლევენ, უპასუხე: "მაპატიე, შენი ლოცვით მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები".წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი ვინმეს ჩემი საქციელიდან არასწორი დასკვნა გამოაქვს, უნდა ავუხსნა, რა მაიძულებს მოვიქცე სწორედ ასე და არა სხვაგვარად?თუ ამისათვის სულიერი ძალა, ანუ სიმდაბლე გაქვს, თავი დამნაშავედ სცანი და ნურაფერს აუხსნი, საკუთარი გამართლება ღმერთს მიანდე, შენ თუ არაფერს იტყვი, მომავალში ღმერთი იტყვის შენს მაგიერ; გაიხსენე, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს, იოსებს ვაჭრებისათვის არ უთქვამს: "მე მათი ძმა ვარ და არა - მონა, მამაჩემს ყველა სხვა შვილზე მეტად მე ვუყვარდი". დიახ, სიტყვას კი არ წარმოუთქვამს, სანაცლოდ ღმერთმა თქვა სიტყვა მის მაგიერ და მეფედ აქცია იგი. როგორ გგონია, ღმერთი არ განუცხადებს ადამიანებს საქმის ნამდვილ ვითარებას?! თუკი ღმერთი შენს სასიკეთოდ გამოუცხადებს ადამიანებს სიმართლედ, ეს კარგია. მაგრამ თუკი არ გამოუცხადებს, ესეც შენს სასიკეთოდ იქნება. როდესაც ვინმე უსამართლოდ გექცევა, იმაზე იფიქრე, რომ ის ამას ბოროტებით კი არ აკეთებს, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი ამ მხრიდან დაინახა. თუ ამ ადამიანში ბოროტება არ არის, დრო გავა და ღმერთი მას საქმის ნამდვილ ვითარებას გამოუცხადებს. და მაშინ ეს ადამიანი მიხვდება, რომ შენდამი უსამართლობა გამოავლინა და შეინანებს. ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამოუცხედაბს ადამიანს სიმართლეს, თუ მასში ბოროტებაა; იმიტომ, რომ ღმერთის რადიოსადგური მხოლოდ სიმდაბლისა და სიყვარულის სიხშირეზე მუშაობს.წმიდაო მამაო, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს თქვენ ორ შორის მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვო?შენ რა, იმ ადამიანზე აზრი გაგიფუჭდა?არა.თუ მასზე აზრი არ შეგცვლია, აუცილებელი არ არის მისი ახსნა-განმარტება მოისმინო, მაგრამ თუ რაიმე გაეჭვებს, ცუდი არ იქნება, გარკვეული განმარტება მოითხოვო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეგეცვალოს დამოკიდებულება.მაგრამ, წმიდაო მამაო, თუკი განმარტების მიცემა თავისმართლების მიზნით კი არ გსურს, არამედ უბრალოდ უამბობ შენი დამოკიდებულების შესახებ რაიმე საკითხთან დაკავშირებით და გსურს გააგებინო, რომ გიბიძგა, რომ ასე მოქცეულიყავი"?!არც ეს ჭირდება ვინმეს. ჯობს თქვა: "შემინდე..." და ყოველგვარიმ ახსნა-განმარტებისაგან თავი შეიკავო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტებას ითხოვენ შენგან. ასეთ დროს სიმდაბლით უამბე, თუ რა როგორ მოხდა.ანუ, წმიდაო მამაო, რა შემთხვევაშია ახსნა-განმარტება აუცილებელი?აუცილებელია მაშინ, როდესაც საუბარი ეხება რაიმე გაუგებრობას, რომელიც სხვა დამიანებს ეხება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოვალეა განმარტოს ვითარება, რომ საქმე გამოსწორდეს.ხდება ისიც, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ეგოიზმიც საკმაოდ აწუხებს და ამის გარეშე შესაძლოა, ტრავმირებული დარჩეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ის განმარტავს, რამ უბიძგა ამა თუ იმ მოქმედებისაკენ.წმიდაო მამაო, ზოგჯერ ჩვენ ახსნა-განმარტებასა და თავის მართლებას ერთმანეთისაგან ვერ ვანსხვავებთ.თავისმართლება სულს ვერ ამშვიდებს, მაშინ, როდესაც ახსნა-განმარტებას სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება

წმიდაო მამაო, გუშინ ამბობდით, სხვა რამ არის მოთმენა და სხვა - მოთმინება. რას გულისხმობდით?მოთმენა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც საკითხს მოთმინებით უდგები. როდესაც ვამტკიცებ, რომ ვიღაცას ვუთმენ, ამით ვამბობ: "მას ძალიან ციდად აქვს საქმეები, მე კი - კარგად და ამიტომ მისდამი დამთმობი ვარ". ნამდვილი მოთმინება კი ისაა, რომ მოყვასის მძიმე მდგომარეობა საკუთარ ბრალეულობას გაგრძნობინებდეს და თანაუგრძნობდე მას. მოყვასისადმი ასეთ დამოკიდებულებაში მეტი სიმდაბლე და სიყვარულია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებ ღვთის მადლს - შეწევნას ღვთისას. მაგალითად, ვხედავ ვინმე კოჭლს, ყრუს, ან ნარკომანს, ასეთ დროს უნდა ვფიქრობდე: "მე რომ სულიერად წარმატებული ადამიანი ვიყო, ღმერთს შევევედრებოდი და ის ამ საბრალოს განკურნავდა". განა ქრისტემ არ თქვა: - სასწაულმოქმედების ძალას მივანიჭებ "და რმელსა მე ვიქ, მანცა ქმნეს და უფროისა ამისსა ქმნეს". სწორედ ამგვარი განსჯა წარმოშობს მოყვასისადმი ტკივილსა და სიყვარულს. მაგრამ თუ ვიტყვი: "არის კოჭლი და იყოს, მე რას ვუშველი, ცოტა ხნით გვერდით მივუჯდები და კეთილი საქმისთვის ჯილდოსაც მივიღებ". ამით თითქოსდა "ვიწყნარებ" მოყვასს, "მოთმინებით" ვიღებ მას და თავს ვიმართლებ, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე.წმიდაო მამაო, განა ყოველთვის გამართლებულია, რომ სხვისი ცოდვის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებთ?თუკი ამის გაკეთება მართლაც შეგიძლია, ეს მცირე სიკეთს როდი მოგიტანს. ყველაფრისათვის საკუთარ თავს აყვედრე, მოყვასის ცოდვის ტვირთი საკუთარ მხრებზე აიღე და ევედრე ქრისტეს, რომ მისი ტვირთვის ძალა მოგანიჭოს. ხოლო როდესაც შენს ნამდვილ ბრალზე აღმატებულ ტვირთს იტვირთავ (სინამდვილეში დამნაშავე რომც არ იყო, მაგრამ შეძლებ და საკუთარ თავს დაუმტკიცებ, რომ დამნაშავე ხარ), მაშინ სხვისი ცოდვების ტვირთის ზიდვას საკუთრ დამსახურებად აღარ ჩათვლი, ანუ - ამპარტავნებაში არ ჩავარდები და საღვთო მადლის მოხვეჭას შეძლებ. ამასთან, ისიც აუცილებელია, რომ სიფრთხილით მოზომო საკუთარი ძალები და ზუსტად გათვალო: შეძლებ კი დიდი ტვირთის ზიდვას?! მეტისმეტი თუ მოგივიდა, ამით ხომ თიაქარს აიკიდებ და წელში გაწყდები?რას ნიშნავს "თიაქარს აიკიდებ" და "წელში გაწყდები"?მაგალითად, თუკი შენ ძალებზე აღმატებულ სიმძიმეს იტვირთავ და მასთან - ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შემდეგ ამისთვის შესაძლოა, დრტვინვა დაიწყო, განრისხდე, განიკითხო...მაგრამ თუკი ახსნა-განმარტებას მოვყვები, განა ეს თავის მართლება არ იქნება?შეეცადე, რომ თავი მაშინ და ისეთ შემთხვევებში იმართლო, როდესაც ძალა არ გყოფნის, მაგრამ იქ, სადაც ძალა გეყოფა, ახსნა-განმარტებას ნუღარ დაიწყებ. მაგალთად: როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამა თუ იმ სულიერი ტვირთის საზიდად ძალა არ შესწევს, ეს უნდა გააცნობიეროს და თავი დევგმირად აღარ წარმოიდგინოს. მან უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი და უსამართლო განსჯას იმდენად დაუთმოს, რამდენადაც - საკუთარი სულიერი მდგომარეობის მიხედვით - მისთვის შესაძლებელი იქნება. რათა სასოწარკვეთილებამ არ შეიპყროს. ამით ხომ ეშმაკი სარგებლობს და ადამიანს სულიერად აძაბუნებს.წმიდაო მამაო, ზოგჯერ არამარტო უსამართლო ბრალდებას ვერ ვტვირთულობ, არამედ საკუთარი დაცემის გამო პასუხისმგებლობასაც სხვას ვაკისრებ ხოლმე.თქვენ მხოლოდ სხვისი მცირედი ტვირთის სიყვარულით ტვირთვაზე კი არ ამბობთ უარს, არამედ იმას ცდილობთ, რომ საკუთარი მძიმე ცოდვებიც სხვის მხრებს აჰკიდოთ, თუნდაც ის სხვა ჯანმრთელი არც იყოს. თქვენთვის დიდი სულიერი სიმხნის მოხვეჭაა საჭიროიმისათვის, რომ საკუთარ ცოდვებზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენს თავზე იტვირთოთ. რაც უფრო გაზრდი საკუთარ ტვირთს სხვათა ცოდვების აღებით, სახიერი ღმერთი მით უფრო შეგიმსუბუქებს მის ზიდვას. და მაშინ შენში საღმრთო სიხარულის განცდა დაიდებს ბინას.

თუ რომელიმე ძალოსანი ფიზიკურად სუსტი მოყვასის სიყვარულით, მის მაგიერ აიკიდებს ორ ტომარა ცემენტს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, როგორც ის, რომ სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და ისე "გაითავისო", რომ შესაძლოა, ყველა შენს ცოდვებად მიიჩნევდეს მათ. ეს უმეტესი სათნოება და უმეტესი სიმდაბლეა.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ათონის ერთ-ერთი თანაცხოვრებულთა მონასტრის მორჩილი მეტიპიკონეს, რომელიც ამავდროულად მღვდელ-მონაზონი იყო, უხეშად დაელაპარაკა. მეტიპიკონეს, რომელსაც მორჩილის დახმარება სურდა, მივიდა მასთან, როდესაც ის ღვთისმსახურებაზე წიგნს კითხულობდა, რათა ეჩვენებინა, თუ რომელი კონდაკი იკითხებოდა პირველად. მაგრამ მორჩილმა მთლად დაკარგა წონასწორობა და მსახურების შემდეგ თავის სენაკში ჩაიკეტა. მეტიპიკონემ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა და ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მორჩილი მის გამოამგვარ მრისხანებაში ჩავარდა და უხეშად შეეპასუხა მას. რადგანაც საკუთარი დანაშაულის შეგრძნება ნამდვილად სტანჯავდა, თავი აღარ უმართლებია იმით, რომ როგორც მეტიპიკონე, მოვალე იყო, მორჩილისათვის შეეხსენებინა წასაკითხი კონდაკი, რამდენადაც ტაძარში ღვთისმსახურების სწორად აღსრულებაზე თვითონ აგებდა პასუს. ამის მაგიერ თავისთვის თქვა: "ჩემი ბრალია, რომ ძმა ასე აღშფოთდა". და აი, ის მორჩილთან სენაკში მივიდა, რომ მის წინაშე მეტანია შეესრულებინა და შენდობა ეთხოვა, მაგრამ მას სენაკის კარი შიგნიდან ჰქონდა დაკეთილი და კარს არ უღებდა. მაშინ მეტიპიკონე მის კართან იატაკზე დაჯდა და ასე იჯდა მთელ ღამეს - დღის სამ საათამდე. როდესაც საღამოს მსახურებისთვის ზარი დარეკეს, მორჩილი იძულებული გახდა, კარი გაეღო და გამოსულიყო. მეტიპიკონე მუხლებზე დაემხო, დიდი მეტანია აღასრულა და უთხრა: "შემინდე ძმაო, დამნაშავე ვარ". აი, ასეთ დროს მოდის ღვთის მადლი.
link
1
2
image
image