1
2
image
image
Loading..
image

თემა: აღშფოთება,  სიმშვიდე

სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
link
image

თემა: სათნოებები,  ცოდვა

ცოდვა გვიზიდავს იმით, რომ სასიამოვნოა, სათნოების გზა კი ეკლითაა მოფენილი, მაგრამ ვინც ორივეს ნაყოფს შეიცნობს, იპოვის სიტკბოებას სათნოების სიმწარეში და ცოდვის სიტკბოების სიმწარეს.
link
image

თემა: სათნოებები,  სიბილწე

ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.
link
image

თემა: ლოცვა,  მოწყალება,  ცხონება

თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.
link
1
2
image
image