image

თემა: ცნობისმოყვარეობა

არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ცნობისმოყვარეობა

არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ცნობისმოყვარეობა

კიდევ რა არის ცოდვა?ეს არის ის, რასაც ღმერთი ადამიანისგან არ მოითხოვს; როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, თუ რა დგას მის გონებაზე მაღლა, სად არის ჯოჯოხეთი (და არა ის, თუ როგორ ვიხსნათ მისგან თავი); ანდა _ როგორ მოქმედებს მადლი ხატებისაგან, ვინ იყო მელქისედეკი, ზიარების დროს ღვინო და პური როგორ გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად და ა.შ.
link
image

თემა: ცნობისმოყვარეობა

ცნობისმოყვარეობა დიდი ცოდვაა?ცნობისმოყვარეობა თითქოს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ ლოთის ცოლი ცეცხლმოკიდებული მშობლიური სოდომისა და გომორის ცნობისმოყვარეობით ერთი თვალის შევლების გამო მარილის სვეტად იქცა. ამ მაგალითით შეიძლება მივხვდეთ, თუ როგორი ცოდვაა ცნობისმოყვარეობა.
link
image

თემა: ცნობისმოყვარეობა

127. რას გვეტყვით ცნობისმოყვარეობის შესახებ?რამდენადაც გონების უმეცრებისაგან დაცვაა აუცილებელი, ასევე, აუცილებელია მისი დაცვა უმეცრების საპირისპირო მრავლისმცოდნეობისა და ცნობისმოყვარეობისაგან. რადგან, რაც მალე ავავსებთ გონებას მრავალგვარი ცოდნით, წარმოდგენებითა და აზრებით ისე, რომ ამაოს, უხმარსა და საზიანოსაც არ გამოვრიცხავთ, მით მეტად მოვაუძლურებთ მას და ის ვეღარ შეძლებს გულისხმაჰყოს, რა არის გამოსადეგი ჩვენი ჭეშმარიტი გამოსწორებისა და სრულყოფისათვის
link
image

თემა: ცნობისმოყვარეობა

ყოველგვარი ცოდნა მაცხოვნებელია სულისათვის?ყოველგვარი ცოდნა არ არის უფლისათვის სათნო და არც სულის მაცხონებელი. წმიდათაწმიდაა ის ცოდნა, საიდანაც ადამიანი შეიცნობს უფალს და თავის ვალდებულებებს მის წინაშე: "გიცოდენ შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი" (ინ. XVII,3); გაიგებს აგრეთვე საკუთარი სულის საიდუმლოებებს მის გადასარჩენად, ისწავლის, როგორ დაამარცხოს ვნებები. ცოდვა არც ის ცოდნაა, რომელიც მოწოდების პოვნაში დაგეხმარება. მაგრამ არსებობს ცოდვიანი ცოდნა - ცნობისწადილი. მაგალითად, როდესაც თავის მომავლის გასაგებად მიმართავენ მკითხავებს, სპირიტიზმს, მარჩიელობენ ბანქოზე, ვარსკვლავებზე და ა.შ. საშიშია იმგვარი ცოდნაც, როდესაც წიგნებიდან სულისათვის საშიშ ინფორმაციებს კრებენ; როდესაც ახლობელთა იმ საიდუმლოებებს იგებენ, რაც არ უნდა იცოდნენ; როდესაც თავის ცოდვების გამოსწორებისათვის კი არ იღვწიან, არამედ სხვათა ცოდვების გასაგებად. წმიდა მამები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარეობა დიდი ცოდვაა. ამის გამო დაიღუპა ევა. მამა პავლე ფლორენციელი წერდა: "ჩვენ განვიკითხავთ ჭამაში სიხარბეს. რატომ არ განვიკითხავთ სიხარებეს ამსოფლიურის შეცნობისას (ახალი ამბები, საერო ლიტერატურა, პოლიტიკა და ა. შ.) და ამას მანკიერებად არ განვიხილავთ?!"
სიხარბის ალაგმვა შემეცნებაში ისეთი სათნოებაა, როგორც ხორციელი გულისთქმებისთვის ზღვარის დადება. სხვა ყველაფერთან ერთად ამსოფლიური სიბრძნის ათვისებისას ჩვენ უძვირფასეს დროს ვკარგავთ.
link
image

თემა: ცნობისმოყვარეობა

460. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: კარგია თუ არა საღმრთო საიდუმლოებებისადმი ცნობისმოყვარეობა; და როდესაც მათ ცოდვილი მიეახლება, განიკითხება თუ არა როგორც უღირსი?როდესაც ქრისტეს სისხლის და ხორცის მისაღებად წმიდა ტაძარში მიხვალ და ეზიარები, საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ ამ საიდუმლოს ჭეშმარიტება უეჭველად გრწამდეს. ხოლო თუ როგორ ხდება ეს, არ იცნობისმოყვარეო, ნათქვამის თანახმად: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი“(მათე 26, 26; მარკ. 14, 22). უფალმა ისინი ცოდვების მისატევებლად გვიბოძა. იმედი გვაქვს, რომ ვისაც ასე სწამს, ის არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, აწვე დასჯილია. მაშასადამე, საკუთარ თავს მიახლებას ნუ აუკრძალავ და ნუ განიკითხავ, როგორც ცოდვილს, არამედ აღიარე, რომ უფალთან მიახლებულ ცოდვილს, ცოდვები შეენდობა. წერილშიც ვხედავთ მასთან რწმენით მისულებს, რომელთაც ღვთაებრივი ხმა გაიგონეს: „მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი მრავალნი“ (მათე 9, 2-5; მარკ. 2, 5; ლუკა 7, 47-48). მასთან მისული ღირსეული რომ ყოფილიყო, მაშინ მას ცოდვები არ ექნებოდა. მაგრამ, რადგან ის ცოდვილი და მოვალე იყო, ამიტომაც მიიღო ცოდვების შენდობა. თავად უფალს მოუსმინე, რომელიც ამბობს: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“ (ლუკა 5, 32), და კიდევ: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათე 9, 12). ასე რომ, საკუთარი თავი ცოდვილად და სნეულად აღიარე და მიეახლე მას, ვისაც ძალუძს ცხორება წარწყმედულისა (მათე 18, 11; ლუკა 19, 10).
link