ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს "თავმდაბლობა" უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია თავის თავს ხშირად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტ... იხილეთ სრულად
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენში დაჩლუნგებულია სულიერი ხედვის უნარი; იშვიათად თუ ვინმეს აქვს სურვილი, საწყის ეტაპზევე გააცნობიეროს ის საფრთხე, რომელსაც მასში თვითკმაყოფილება უკაფავს გზას და ეს დამღუპველი გრძნობა დროზე ალაგმოს. ამიტომ... იხილეთ სრულად
თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უნდა შეძლოს დავითობა, ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს – ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მ... იხილეთ სრულად
ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.