ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარება
104. იმგვარად უნდა გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა, ცუდმედიდობა და სიამეთნდომა, როგორც ბოროტებათა დედები და სათნოებათა დედინაცვლები.
105. სწორედ მათ გამო განგვეწესა, რომ არ გვიყვარდეს სოფელი და სოფლისაგანნი (I იოან. 2.15), თუმცა არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძაგებდეთ ღვთის ქმნილებებს, არამედ იმსათვის, რომ ზემოხსენებული სამი ვნების მიზეზები აღმოვიკვეთოთ.