თემა: სიმდიდრე მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისაგან ვერ განარჩევ. link
თემა: სიმდიდრე, ცხონება სიმდიდრე კი არ ახშობს სასუფეველში შემავალ კარს (მათე 19,23), არამედ ამ სიმდიდრის ბოროტად გამოყენება. link
თემა: კეთილი საქმეები, ბოროტი საქმეები, საქმე, სიმდიდრე, სიღარიბე უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი. link
თემა: სიმდიდრე, ღვთის იმედი თუ მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებ, რისი იმედი გექნება სიცოცხლის ბოლო წუთს? link
თემა: სიმდიდრე, წუთისოფლის ამაოება თქვენ ფლობთ ველ–მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ? ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი – ექვსი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ. link
თემა: სიმდიდრე სიმდიდრეს თუ უფლის მცნებისაებრ დავხარჯავთ, ჩვენს მფლობელობაში დარჩება, ხოლო თუ ჩვენთვის დავიტოვებთ, დაგვშორდება: თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით სიმდიდრეს, ის ჩვენი იქნება, თუ დავარიგებთ, არ დავკარგავთ. link