image

თემა: ბოროტება,  განკითხვა,  მიტევება,  სიმდაბლე

თავმდაბალს არ ახსოვს ბოროტება, რომელიც სხვამ მიაყენა და არ განიკითხავს ცოდვილ ადამიანს. ამრიგად, იგი სამი საშუალებით ღებულობს ცოდვათა მიტევებას: როგორც არაგანმკითხველი არ განიკითხება; როგორც თავმდაბალი გამართლდება და როგორც მიმტევ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ერესი

458. როგორ ამხელენ წმ. მამები იუდეველთ?მარქვი ურიავ, ქალწულმა შვა ქრისტე თუ არა? აღიარე ეს ახალი შობა! ხოლო თუ არ შვა, მაშ, რატომ შეაცდინე მეფე ჰეროდე, როცა გკითხავდა, სად უნდა იშვასო, ქრისტე და შენც უპასუხე – იუდეის ბეთლემს?! განა მე, არა ურიამ, ვიცოდი ან ის დაბა, ან იმ შობილის პატივი მასშინ? განა ესაია წინასწარმეტყველმა არ გაუწყათ თქვენ ღმერთისაგან: „აჰა, ქალწუხლი მიუდგეს და შვას ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“, რაც ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“? განა თქვენ, გონიერო მგლებო, ჭეშმარიტება არ უთხარით ჰეროდეს?
link
image

თემა: ეკლესია,  ფსალმუნები

871. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მთა ღმერთისა, მთა პოხილი, მთა შეყოფილი, და მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო, მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რაეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად“ (ფსალმ. 67, 15,16)?“მთა ღმრთისა, მთა პოხილი“. მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს. „მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?“ შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: „???????????სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3,2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც „რასამე ჰგონებთ“, თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, „რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა“; და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან „ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“ (ფსალმ. 131.14).
link