თემა: ლოცვა, სიმდაბლე 16. შემდეგი კიდევ ისაა, რომ ზედიზედ სიმდაბლით ვევედროთ ქრისტეს, რომ შეგვეწიოს. link
თემა: სიკვდილის ხსოვნა 17. ხოლო კიდევ სხვა სახე ისაა, რომ სულში სიკვდილის განუწყვეტელი ხსოვნა გვქონდეს. link
თემა: ცოდნა, უვნებელობა, სიმდაბლე 67. გზა ცოდნისკენ ესაა უვნებობა და სიმდაბლე, რომელთა გარეშე ვერვინ იხილავს უფალს. link
თემა: განსაცდელები 82. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად იმას გვასწავლის, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ. link
თემა: სულიერი მღვიძარება 159. უთუოდ ისაა ჭეშმარიტი მონაზონი, ვინც წარემატება მღვიძარებაში, ხოლო ჭეშმარიტად მღვიძარე ისაა, ვინც გულით არის მონაზონი. link
თემა: განსაცდელები 55. ისევე, როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ამგვარადვე რგებთ ცუდი ზმნის ადამიანებს ცუდის განცდა. link
თემა: განუწყვეტელი ლოცვა 15. სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ. link
თემა: ამპარტავნება, ვნებები 74. ვნებათა უმოქმედობის ჟამს, – იქნება ეს მიზეზთა მოკვეთის შედეგად თუ ეშმაკთა მზაკვრული უკუმიქცევის კვალობაზე, – ამპარტავნება ჩნდება. link
თემა: ცოდვა 36. „შესცოდავს რა ერთი, – ამბობს საღვთო წერილი, – დაჰკარგავს იგი დიდ სიკეთეს, და სცოდავს რა გონება, ჰკარგავს იგი უკვდავ სასმელსა და საჭმელს. link