არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: ლოცვა

ლოცვა – ეს გასაღებია ზეციური იერუსალიმის კარიბჭისა. ლოცვა – ეს კიბეა, რომლითაც სული მიწიდან ღვთის

ლოცვა – ეს გასაღებია ზეციური იერუსალიმის კარიბჭისა.

    ლოცვა – ეს კიბეა, რომლითაც სული მიწიდან ღვთის ტახტთან ადის. ლოცვა მარადიული, უხრწნელი, ჩაუქრობელი ზეციური ნათელია, რომელიც ადამიანის გულს ხედავს.

    ლოცვა – სხეულის აღდგომამდე აღდგომაა ადამიანის სულისა.

    ლოცვა – ეს სულის ფრთებია, უიმისოდ ის თავის გულისთქმებში და ვნებებში ხოხავს, როგორც მატლი მიწაზე.

    ლოცვა – ეს ღმერთთან გამუდმებული სუფევაა, მოუკლებელი წყაროა ნათელი სიხარულისა.

    ლოცვა – ეს სამოთხის წინასწარგრძნობა და წინკარია.

 
თემატური კითხვები
0