წმ. თეოფანე დაყუდებული - მდუმარება
წმ. თეოფანე დაყუდებული

თემა: მდუმარება,  ღვთის ხსოვნა

ხშირად შეგახსენებდი, ჩემო კეთილო დაო, ღვთის ხსოვნის შესახებ, ახლაც გიმეორებ; თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ერთი სიტყვით, მონაზვნის მთელი შრომა არაფრად ღირს ღვთის ხსოვნის გარეშე.ეს არის ღვთივსათნო მდუმარების თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი სახელი მდუმარების სულია. მის ხსოვნაშია სიხარული და მხიარულება, ცოდვების დატევებადა სათნოებათა სიმდიდრე. ეს ყოვლადდიდებული სახელი ცოტამ თუ მოიღვაწა, ისიც ძნელად და მხოლოდ მდუმარებასა და განრიდებაში. სხვაგვარად ეს ადამიანს არ ძალუძს, თუნდაც ყოველმხრივ აიძულოს თავი. ამიტომ ვიცი რა ამ სახელის ძლიერება ქრისტეს სიყვარულის გამო, მე ყოველთვის შეგახსენებ: მდუმარებდე და დუმდე! რამეთუ ამ სათნოებათა მეოხებით განმდიდრდება შენში ღვთის ხსოვნა.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები