
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა:
გარეგნული სიმშვიდე
აწ უყუე მოწსრაფე იყვენით, ძმანო ჩემნო, რაითა არა თანაწარგხდეს ესევითარი ნეტარებაი და სიხარული
აწ უყუე მოწსრაფე იყვენით, ძმანო ჩემნო, რაითა არა თანაწარგხდეს ესევითარი ნეტარებაი და სიხარული მიუწდომელი და მოიგეთ სიმშვიდე და მყუდროებაი. რამეთუ კაცი მშვიდი დამ მდაბალი შემკულ არს ყოვლითა საქმითა კეთილითა, რამეთუ მშვიდნი შეურაცხებასა მოთმინე არიან და გინებასა უხარინ და, თუ ვინმე შეაწუხის, ულოცავნ, და მრისხანესა დაამშვიდებნ მყუდროებით და სიყუარულით, და სიყუარულსა მისსა ზედა შეუორგულებელად ჰგიედ. მსახურებასა უცონილ არნ და სიმდაბლესა ზედა უხარინ, და ამპარტავანებამან არა პოვის ადგილი მის თანა. უკუეთუ ვისგანმე იდიდებინ, არა აღზუავნის და, თუ იქის, არა განდიდნის, რამეთუ კაცთმოთნებაი განშორებულ არნ მისგან და ბოროტი არა მიეხის, და განკითხვაი მოყუსისაი არა შეიწყნარის. სძულნ მას შეურაცხებაი ძმისაი და ცუდისმეტყუელებაი სძაგნ, და ჰყუარობნ ყოველსა კეთილსა საქმესა და სათნოებასა ღმრთისასა კეთილად შედგომილ არნ
|