
დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო
დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო
გსურს, დიდი იყო? - იყავი ყველაზე მცირე (მარკ. 9, 35)
ნეტარი საქმეა, ყველაფერი გონივრულად აღასრულო
ცეცხლის საზრდო შეშაა, გაღიზიანებისა კი - ამპარტავნება
გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ სათნოებებში დამდაბლდი
ცოდვის გზით მოპოვებული სიკეთე მომპოვებელს წყევლად ექცევა
ერიდე ენით კიცხევასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას
უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცხრომლად მძვინვარებდე
აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.
სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ - იგივეა, რაც მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში.