წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
თუკი ადამიანს ღმერთის სიყვარულის მოხვეჭა სურს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად, იგი, უპირველეს ყოვლისა, ღმრთის შიშით უნდა აღივსოს.
ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გაგიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.
ნუ გექნება მათთან ურთიერთობა, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა, იმიტომ, რომ ისინი არც რამეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისათვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც პატიოსნებაზე, არც სასოებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა ... იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსი შევექმენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამ ქვეყნიდან იქ აგვა... იხილეთ სრულად
თუკი სული კაცისა კეთილმსახური და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით არ იცხოვრებს, მისთვის არავითარი სარგებლობა არ ექნება მეცნიერებათა შესწავლას. ყველა ბოროტების მიზეზი კი შეცდომილება, საცთური და ღმერთის უცნობელობაა.
ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეუ... იხილეთ სრულად
უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუ... იხილეთ სრულად
ბაღი ღობის გარეშე გაითელება და გაჩანაგდება, და ვინც არ ინახავს თავის ბაგეებს, იგი დაღუპავს ნაყოფს სათნოებებისა.
სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ჩვენ ავყავართ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით.