წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
მოთმინებით გადაიტანეთ ყველა ის განსაცდელი – ჭირნი და მწუხარებანი, რომელნიც კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგემთხვევათ და მადლი შესწირეთ მათ გამო უფალს უდიდესი სიმდაბლით, რათა ჭეშმარიტი სიხარული იგემოთ თქვენი შრომისათვის.
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
თუ სიხარული შეგვემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი. როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღე... იხილეთ სრულად
თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება და საქსოვად გამოსადეგი ხდება; ასევე ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად და... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში. შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას.
ღობის გარეთ დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება; ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს თავის ბაგეთ.
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება. შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმა... იხილეთ სრულად
ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედებიათ. ამ ღვაწლისათვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგანაც ღმერთი ს... იხილეთ სრულად