ერთხელ მაკარი ალექსანდრიელი მაკარი მეგვიპტელს შეხვდა. მათ განიზრახეს, ნილოსის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და ავიდნენ ერთ დიდ ტივზე, რომელზეც დაემგზავრნენ ვიღაც მაღალჩინოსანნი დიდი ამალით. მათი ეტლი ერთიანად სპილენძით იყო მოჭედილი, ...
იხილეთ სრულად
ერთხელ მაკარი ალექსანდრიელი მაკარი მეგვიპტელს შეხვდა. მათ განიზრახეს, ნილოსის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და ავიდნენ ერთ დიდ ტივზე, რომელზეც დაემგზავრნენ ვიღაც მაღალჩინოსანნი დიდი ამალით. მათი ეტლი ერთიანად სპილენძით იყო მოჭედილი, ცხენებს კი მოოქროვილი ლაგამი ეკეთათ; ძვირფასეულობით მორთული რამდენიმე მცველი და მსახურიც ახლდათ. მდიდრებმა კუთხეში მსხდომი ღარიბად შემოსილი ბერები შეამჩნიეს და მათ უპოვარებას ქება დაუწყეს. ერთმა მათგანმა ბერებს უთხრა:-ნე...
link
514. წინას მსგავსი მისივე შეკითხვა გულის წუხილის შესახებ, და თუ რატომ დარჩა მასში კვლავ ერთგვარი სისუსტე
იხილეთ სრულად
ნაღვლიანო ძმაო! რატომ არ აცდი მკვდრებს, რომ თავისი მკვდრები დაფლან (მათე 8, 22). შეიზიზღე სხეული, მას მატლები შეჭამენ; როცა ხრწნას მიეცემა, ის ვერაფერში დაგეხმარება. მოციქული ამბობს: „ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელ“ (რომ. 13, 14). ეს მე სწავლებისათვის გითხარი. ხოლო ის, რაზეც მწერ, შესაძლოა მას ნაწილობრივ ნაღველი წარმოშობს, ნაწილობრივ კი დემონები. შენი აზრი ოდნავ გააძლიერე, შენსკენ შემოატრიალე და, თუ ღმერთმა ინება, და სიმძიმის ის ნაწილი, რ...
link
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება.
შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმა...
იხილეთ სრულად
უმჯობესია აქ ყველაფრის დათმენა დროებით და იქ მარადიული სიხარული, ვიდრე აქ წუთისოფელთან ერთად დროებით მოლხენა, იქ კი მარადიული ტანჯვა-წამება.
შეიგნე, რომ ცხოვრებას არაფერი აქვს, გარდა ცრემლისა, ყვედრებისა, ავსიტყვისა, სიზარმაცისა, შრომისა, სნეულებისა, სიბერისა, შიშისა, სიკვდილისა და აღარ გეყვარება ცხოვრება.
link
მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების...
იხილეთ სრულად
მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების ცოდნას.
link
შეიძულე ეს სოფელი მთელი თავისი მომხიბვლელობით, მხოლოდ ღმერთი და მარადიული ცხოვრება შეიყვარე და სამყაროში ისე იცხოვრებ, როგორც - ლოთი სოდომში, უვნებლად იქნები.
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, და...
იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, დავიწყებული და სულს არ სურს იფიქროს მასზე, იმიტომ რომ არ არის მასში სიტკბოება.
link
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმ...
link
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მა...
იხილეთ სრულად
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მამა–ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, – ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას.
link
მათ გამო გვებრძანა, ვიყოთ სოფელში და არ შევიყვაროთ სოფელი; მაგრამ არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძულოთ ღვთის ქმნილებანი, არამედ რათა ამ სამი ვნების მიზეზი მოვიკვეთოთ.