
მიწაზე მართლმსაჯულების აღმასრულებელს თვითონ უნდა ეშინოდეს - ზეცაში ღვთის მართლმსაჯულებისა
მიწაზე მართლმსაჯულების აღმასრულებელს თვითონ უნდა ეშინოდეს - ზეცაში ღვთის მართლმსაჯულებისა
თუ ადამიანებს შორის ხარ განდიდებული, გახსოვდეს, რომ შენს ზემოთ ღმერთია (კოლ. 4, 1).
ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა.
ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელსჰყოფ
საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთმა დაგვაკისრა, არასოდეს არ უნდა გადადო იმისათვის, რომ ადამიანს აამო.
უფრო მეტად ღვთისა და მარადიული ტანჯვისა გეშინოდეს, ვიდრე - ადამიანებისა და ხანმოკლე განრისხებისა.
ნუ ეცდები, ქრისტეს გარდა ვინმეს მოაწონო თავი, და ღვთის გარდა ნურავის მრისხანებისა ნუ შეგეშინდება.
როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს, რომ ყოვლადძლიერი ხედავს ყოველივეს, რაც ხდება, და ეცადე, ღმერთს აამო და არა - მიწიერ ძლიერებას.
ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გაგიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.
დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლა მდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარე... იხილეთ სრულად