
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
მრისხანება
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწიფის ყოველგვარ რჯულს არღვევს. ასეთ შემთხვევათა და გარემოებათა დროს მრისხანება კაცისა არათუ დასაძრახისი, არამედ პატიოსანი და სათნო საქმეა, იმიტომ, რომ ასეთი მრისხანება წმიდა წყაროსაგან მომდინარეობს, იგი სიმართლის სიყვარულითა და საღმრთო შურითაა აღძრული.
|