არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა: დრო

დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია. ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოებს, ყოველ

დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია. ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოებს, ყოველ წამს ჩვენი სხეულის ნაწილი კვდება. მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოსდა დროის შეჩერება გვინდა, თითქოსდა შეპყრობა გვსურს გაელვებისა, როგორც ბასრი სამართებლისა. ის კი მიდის ჩვენგან და შეუძლებელია მისი დაბრუნება. ადამიანს დიდი მთის გადადგმა ან მდინარის შემობრუნება შესართავიდან სათავისაკენ გაცილებით იოლად ძალუძს, ვიდრე ერთი წამის დაბრუნება. დრო - ეს გზაა ღმერთისაკენ, ეს ცხონების საშუალებაა, მაგრამ ღმერთის დაკარგვით ადამიანები დროს თავიანთი წარწყმედის საბედისწერო გარდაუვალობად, რაღაც ავისმაუწყებელ რექვიემად აქცევენ.
 
0