წმ. ალექსი ბერი

სულსა აქვს სიღრმე ფრიადი, - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში,

"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა დიდ საკვირველებათა და ასეთი საკვირველებითი ხედვა და გამოცხადება თანდათანობით ღრმავდებოდა მათი შინაგანში დაუსრულებელად, რაზედაც იგივე მაკარი იტყვის: "სულნი უვნებელნი მარადის საწადელისა მიმართ განუძღომელად მიისწრაფვიან და ესრეთ სისრულესა თვისსა დაუსრულებელ ყოფენ, რამეთუ მუნ საუკუნეთა კეთილთა აღსასრული არა არს".
 
თემატური კითხვები
0