კაცსა მარადის სხვისა მამხილებელსა ფარულად აქვს დიდად თავისი მოწონება და ამპარტავნება, ხოლო რომელსაც შეეკრძალოს და შეეთვისოს თავისი უღირსების მხილება და ყვედრება, მას სხვებზედ არა აქვს სინდისი მამხილებელად, არამედ უქვეშევრდომობა ყ...
იხილეთ სრულად
კაცსა მარადის სხვისა მამხილებელსა ფარულად აქვს დიდად თავისი მოწონება და ამპარტავნება, ხოლო რომელსაც შეეკრძალოს და შეეთვისოს თავისი უღირსების მხილება და ყვედრება, მას სხვებზედ არა აქვს სინდისი მამხილებელად, არამედ უქვეშევრდომობა ყოველთა და მარად ხსოვნა თვისის სიყალბისა და ცოდვებისა ადუმებს მას.
ჯერ შენ მიეჩვიე, ძმაო, სხვებისაგან მხილებას და სიხარულით შეიწყნარე გასწორება მათგან და როცა ასე წარემართო და ეძიებდე გასწორებასა თავისა შენისასა, მაშინ გა...
link
ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას, შენი თავი კი დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
დაუკვირდი, შენ, ძმაო, რომელსაც გიყვარს სხვისი მხილება და გასწორება, და მოექეც თავსა შენსა და ნახე თუ როგორი ხარ შენ სხვის...
იხილეთ სრულად
ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას, შენი თავი კი დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.
დაუკვირდი, შენ, ძმაო, რომელსაც გიყვარს სხვისი მხილება და გასწორება, და მოექეც თავსა შენსა და ნახე თუ როგორი ხარ შენ სხვისაგან მხილების დროს, გწყინს თუ არა? და აქედან ისწავე სხვისიცა, რამეთუ შენ თუ არ გიხარიან, არცა სხვასა უხარიან.
გარეშე შენდამი რწმუნებულისა არა გაქვს უფლება მხილებისა, თვინიერ სიყვარულით და სიმდაბლით მარტოდ მყოფობაში სიტკბოებით ...
link
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ...
იხილეთ სრულად
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი უმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვარისა: "რომელითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნე...
link
სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერეს? - ვერსადა ვგონებ, თვინიერ საფლავისა. რადგან ყოველგვან მიწვდების თვალი მეშურნისა, ძმის ბედნირების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ ...
იხილეთ სრულად
სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერეს? - ვერსადა ვგონებ, თვინიერ საფლავისა. რადგან ყოველგვან მიწვდების თვალი მეშურნისა, ძმის ბედნირების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ შურსა განერეს?! შეუძლებელია.
link
ურწმუნოება კი შობს უიმედობას, უიმედობა უნუგეშობას, სასოწარკვეთილებას და სასოწარკვეთილება სულიერად სიკვდილს, რის შემდეგ ადამიანს ჭირსა და უბედურებასა შინა თავის სიკვდილის მეტი სახსარი არა დარჩენია რა.
ურწმუნოება ახალს ვერაფერს შესძენს და ვერც აღუდგინებს კაცობრიობას, ხოლო დასაბამიდგან სოფლისა, რაც კაცობრიობის სიბრძნეს აღუშენებია იმასაც დაარღვევს.
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა...
იხილეთ სრულად
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა დიდ საკვირველებათა და ასეთი საკვირველებითი ხედვა და გამოცხადება თანდათანობით ღრმავდებოდა მათი შინაგანში დაუსრულებელად, რაზედაც იგივე მაკარი იტყვის: "სულნი უვნებელნი მარადის საწადელისა მიმართ განუძღომელად მიისწრაფვიან და...
link
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი ნამდვილის და ყოვლად მაღალპატიოსნების მოძღვარია და მასთან ერთგული და ძვირფასი მოყვარე კაცის სულისა; მას არ შეუძლია დუმილით დაითმინოს კ...
იხილეთ სრულად
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი ნამდვილის და ყოვლად მაღალპატიოსნების მოძღვარია და მასთან ერთგული და ძვირფასი მოყვარე კაცის სულისა; მას არ შეუძლია დუმილით დაითმინოს კაცის სულის სიგლახე და ბოროტება; ყოვლადვე სწუხს და ემუდარება მის საყვარელ სულს, რათა შეინანოს მან წარსული ცოდვები და განიშოროს უპატიოსნო და შემარცხვენელი სიბოროტე. სინდისი - ესე ნათელი მოძღვარი, ღმრთის ნათლისაგან გამოსრულ...
link
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება...
იხილეთ სრულად
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება და ჩვენება? ამისთვის ყოვლადვე დაუმტკიცებელია მარტო სინდისზე მიყრდნობა თვინიერ ღვთის და ჩვენი სულის უკვდავების რწმენისა, რადგანაც ამ შემთხვევაში სინდისის ჩვენება კეთილისა და ბოროტისა უმიზნოა და უმიზნოდ კი ადამიანის ცხოვრ...
link
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.