
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
სინდისი
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი ნამდვილის და ყოვლად მაღალპატიოსნების მოძღვარია და მასთან ერთგული და ძვირფასი მოყვარე კაცის სულისა; მას არ შეუძლია დუმილით დაითმინოს კაცის სულის სიგლახე და ბოროტება; ყოვლადვე სწუხს და ემუდარება მის საყვარელ სულს, რათა შეინანოს მან წარსული ცოდვები და განიშოროს უპატიოსნო და შემარცხვენელი სიბოროტე. სინდისი - ესე ნათელი მოძღვარი, ღმრთის ნათლისაგან გამოსრული ნაპერწკალი, სულიერი დეზით ჩხვლეტს ჩვენს გულს, დევნის ჩვენგან ბოროტებას და უკეთუ ვუსმენთ მას, სწორედ დაგვიფარავს ცოდვისაგან ადრე თუ გვიან, კადნიერ იყავით და დაგვაძლევინებს ცუდ ჩვეულებებს, გამოგვიყვანს ცოდვის მონებისაგან, რომლის შედეგი იხილა უბადრუკმან სულმან ჩემმან, მოიპოვა სიხარული უსაზღვრო.
|