ღვთისაკენ სწრაფვა - ციტატები, გამონათქვამები
ღვთისაკენ სწრაფვა - ციტატები, გამონათქვამები ღვთისაკენ სწრაფვა, გამონათქვამები, ციტატები
სათნო ვეყოთ ღმერთს - აი, ჩვენი ნეტარება. ვიყოთ მუდამ მასთან - აი, ჩვენი მოწოდება.
მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით საკუთარ თავს მის მაცხოვნებელ მადლს განვაშორებთ.
მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა, რომელიც წყაროა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა, რათა ყოველთვის მზად იყოს მასთან შესახვედრად.
ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე: იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი.
ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან; ზოგნი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არიან დაჯილდოებულნი. სხვანი, თუმც ცდილობენ იწამონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგა... იხილეთ სრულად
რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს.
ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ზღუდეებისა და დაბრკოლებების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აქვს სწრაფვა უზენაესისაკენ, სულიერობისა და ღვთაებრივობისაკენ და ამ სულიერი წყურვილის მოკვლას ხან მეც... იხილეთ სრულად