ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენისაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი უმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვარისა: "რომელითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნეთ". აი მონაგები შენი სხვებზედ განკითხვისა, რომელიც სამართლად მოგვევლინა; ამისთვის ნუ სწუხხარ უგულისხმოდ, რამეთუ ნაშობი არს შენის სხვისადმი შეცოდებისა. ანუ არა მიხედავ მართალსა იესოს? თუ ვითარ თავს იდებს სმასა ნაღვლისასა ცილისწამებითა და ზიდავს ჯუარსა... რამ დაგავიწყა, საყვარელო ძმაო, სიტყვა ნეტარეული მაცხოვრისა: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟაამს სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენზედა, გიხაროდენ და მხიარულ იყვნეთ თქვენ, რაჟამს სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენზედა, გიხაროდენ და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა".
შთაიხედე შენს გულში, სადაც ამ ცილისწამების შესახებ სიმართლე სუფევს და აღიხედენ გულთამხილველისკენ და ის მოფენს სიტკბოების ნათელს ამ ცილისწამებისთვის შენს მართალ გულში, თუ რომ შენ ღირსად შერაცხავ შენს თავს, ვითარცა ცოდვების შენის კანონად მოვლენილისა. რას მისდევ ხმასა უმეცართასა, ოდეს ხმასა ყოვლისა მეცნიერის მადლისასა ეგულვების გამოცხადება ყოველთა დაფარულთა გულთასა და მაშინ იყოს დიდება სიმართლისა.

|