
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 626]
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველ კაცს დაიწუნებს, ყოველ საქმეს გაამტყუნებს, ანუ, როგორც იაკობ მოციქული გვასწავლის: მცირე არს ენა და დიდად მაღლოის: ნუ დაივიწყებთ, რა დიდი ცოდვაა ავად ხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი".
|