
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
ანგარება
საყვარელნო ძმანო, მეგობარნო ღვთისანო! ნუ ვინ ცდებით მიზეზითა რომლისამე საჭიროდ საგონებელისათა
საყვარელნო ძმანო, მეგობარნო ღვთისანო! ნუ ვინ ცდებით მიზეზითა რომლისამე საჭიროდ საგონებელისათა შეკრებად და შეყვარებად ანგარებათა, რამეთუ ყოველი ჩვენი საქმე და მოქალაქეობა უნდა იყოს დაფუძნებულ სიტვათა ზედა სახარებისათა. აწ მიჩვენე ძმაო, თუ სადა წერილ არს, ანუ როდის განგიწესა შენ იესომ შეკრებად სიმართლედ და სასუფევლის გზად. არამედ რასა იტყვის: "განაბნიეთ და მიეცით". კვალად იტყვის: "უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მიღება". და მოწაფეთა ეტყვის: "ნუ მოიგებთ ოქროსა და ნურცა ვერცხლსა"; - და შენ, რომელიც ეგე შეჰკრებ და გიყვარს ანგარება, მიჩვენე თუ ვითარ არს ესე სათნო ღვთისა! ნუ ცდები, ძმაო, ნუ ცდები. ედ ყოველივე გონების შენის ნაკლულევანებაა და ხორციელის დიდება - პატივის საფარველია, რომლის გამო საფარველი ღვთისა მცირედ რამეა შენთანა; და უკეთუ ესე ესრეთ არა იყოს, არცა ზრუნვიდი შენ თავისა შენისა შეკრებათა ნუგეშსა ვერცხლის მოყვარეობისასა, არამედ რაიცა იგი სათნო იყოს სახიერმან ღმერთმან მოცემად შენდა საჭირო ცხოვრებისათვის, მისცა დაჯერებულ იყოს გული შენი.
|