
ავტორი:
წმ. ტიხონ ზადონელი
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკითხე და ისევ შეუდექი საქმეს. ამგვარად იმოქმედე თანამიმდევრულად - ილოცე, იკითხე, გაისარჯე. მაგრამ შრომის დროსაც გონება მიმართე ქრისტესკენ, ლოცვით ევედრე, რათა შეგიწყალოს და შეგეწევა უთუოდ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებ, მაშინ ყოველივეს - ლოცვასაც, კითხვასაც და შრომასაც შეასრულებ ხალისით და ბეჯითად. საქმიანობის მონაცვლეობა წარმოქმნის ხალისსა და აძლიერებს სიბეჯითეს. ხშირად გახსოვდეს აღსასრული, ქრისტეს სამსჯავრო და მარადიულობა. ეს ფიქრი შოლტივით ერეკება სასოწარკვეთილებასა და სევდას.
|