
პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას ჩადის; ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ - კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის.
პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას ჩადის; ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ - კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის.
ის კი არ არის დიდებული, ვისაც ეს სოფელი ადიდებს, არამედ ის - ვისაც ღმერთი განადიდებს.
თავი დაანებე ამაოების ძიებას, ვიდრე ის თავად არ დაგანებებდეს
არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს.
ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთავს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში
მწუხარე ადამიანისთვის ლოცვა იგივეა, რაც გვალვის დროს ცვარი
გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს, და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა.
მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ და მეუფებენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.
ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი მოპასუხისათვის დაიტოვე.
უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.