წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ხიბლი
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

თემა: ხიბლი

მეკითხებით, საიდან წარმოიშვება იესოს ლოცვაში ვარჯიშის დროს ხიბლი? მისი წარმომშობი ლოცვა კი არაა, არამედ აღსრულების სწორედ ის სახეა, რომელიც სიკეთისმოყვარებაშია აღწეილი. იმ სახით მისი ათვისება ამ საქმეში კარგად გარკვეული მასწავლებლის დახმარებით უნდა მოხდეს და თანაც ეს უნდა ხდებოდეს მის თვალწინ. ხოლო, ვინც აღწერილი სწავლებების მიხედვით, საკუთარი ძალისხმევით შედუგება ამ საქმეს, ხიბლს ვერ გაექცევა. სწავლებაში გადმოცემულია საქმის მხოლოდ გარეგანი მოხაზულობა, ხოლო რას გულისხმობ ბერი ყოველივეს მიღმა, რომელიც ხედავს შინაგანი წყობის თავისებურებას, არ ჩანს. ვინც ასეთ საქმიანობას ცოცხალი რწმენის გარეშე შეეწიდება, ბუნებრივია, მხოლოდ გარეგანი საშუალებებით იფარგლება. მკაცრად ასრულებს სხეულის მდგომარეობას, სუნთქვის და გულის შეგრძნებების მიმართ დადგენილ წესებს. ასეთ მეთოდებს ბუნებრივად შეუძლიათ ყურადღების და სითბოს გარკვეულ ხარისხამდე მიყვანა. ამიტომ საიმედო შემფასებლის გარეშე, რომელიც ეტოდა მას, თუ რა ღირებულებისაა მასში მიმდინარე ცვლილებები, მიდის იმ აზრამდე, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც ეძებს, რომ მას ეწვია მადლი - როცა საერთოდ არ გააჩნია იგი. სწორედ ეს არის ხიბლი, რომელიც შემდგომში მისი შინაგანი ცხოვრების მთელ დინებას გაამრუდებს. აი, რატომ გვირჩევენ ახლა ბერები, საერთოდ არ გავეკაროთ ასეთ მეთოდებს. მათ არ ძალუძთ მოგვცეს რაიმე მადლისმიერი, რადგან მადლი არანაირ გარეგანთან არ შედის ურთიერთობაში, არამედ გარდამოეფინება მხოლოდ შინაგან წყობას. შინაგან წყობას აქვს ღირსება და მათ გარეშეც მიიზიდავს მადლს. ეს ყწობა გულისხმობს იესოს ლოცვის აღსრულების დროს ღვთის თანამყოფობაში სვლას; ღვთისადმი შიშისა და კეთილკრძალული გრძნობების გაღვივებას; განებივრებაზე უარის თქმას; ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი სინდისის მიყურადებას და მოფრთხილებას, რომ არ დაილაქოს იგი და სიმშვიდე არ დაიკარგოს, ასევე მთელი პირადი ცხოვრების - შინაგანის და გარეგანის ღვთის ხელში გადაბარებას. თავის დროზე მოვა, ამ სულიერ სტიქიებს ერთიანობაში მოაქცევს ღვთის მადლი და გულში ცეცხლს აღძრავს, რომელიც დაამოწმებს იქ ღვთის მადლის მოსვლას. აზრებში გახლართვა ასეთი გზით თითქმის შეუძლებელია, მაგრამ აქაც პირადი მასწავლებლის ყოლაა უმჯობესი, რომელსაც საშუალება ექნება დაინახოს ჩვენი სახე და გაიგონოს ჩვენი ხმა. რამეთუ ეს ორი რამ წარმოაჩენს იმას, თუ რა ხდება ჩვენში, შიგნით.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები