
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ [გვ. 202]
თემა:
იესოს ლოცვა
სვიმეონ ღვთისმეტყველის სიტყვაში სიკეთისმოყვარეობა ადვილად მიაგნებთ სწავლებას ლოცვის სამი სახეობის
სვიმეონ ღვთისმეტყველის სიტყვაში "სიკეთისმოყვარეობა" ადვილად მიაგნებთ სწავლებას ლოცვის სამი სახეობის შესახებ. ნიკიფორე მონაზონის სიტყვასა და ქსანთოპულეთა ნაწერებში კი იპოვით დარიგებას ბუნებრივი სუნთქვის მეშვეობით გულში გონების მატვრული მეთოდით შეყვანის შესახებ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნახავთ მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს გონიერი ლოცვის მიღწევას. მამებს ეს სწავლება ბევრ მკითხველს უქმნიდა პრობლემას და დღესაც უქმნის, თუმცა მასში საპრობლემო არაფერია. ვურჩევთ საყვარელ ძმებს, არ შეალიონ ძალები საკუთარ თავში ამ მექანიზმის ამოქმედებას (თუ ის თავისთავად არ ამოქმედდება). მრავალმა მოისურვა მისი ცდით შემოწმება, მაგრამ შედეგად დაიზიანეს ფილტვები და ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლოცვისას გონება შეერწყას გულს, ამას კი ღვთის მადლი აღასრულებს თავის დროზე და მხოლოდ ღვთისაგან განისაზღვრება. აღნიშნულ მექანიზმს სავსებით შეესაბამებალოცვის აუჩქარებელი წარმოთქმა, თითოეული წარმოთქმის შემდეგ მცირედი შესვენება, წყნარი, აუჩქარებელი სუნთქვა და გონებით ლოცვის სიტყვებში მოქცევა. ამ საშუალებების გამოყენებით ადვილად შეგვიძლია მივაღწიოთ ყურადღების გარკვეულ ხარისხს. ლოცვის დროს გონების ყურადღებას ძალიან მალე ეხმაურება გული. გულის ასეთი თანაგრძნობა გონებისადმი ხელს უწყობს გონებისა და გულის შერწყმას და მამების მიერ შემოთავაზებული მექანიზმი თავისთავად ამოქმედდება. მექანიკური საშუალებები მამების მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოხერხებულად და სწრაფად დაგვეხმარონ ლოცვის დროს ყურადღების მიღწევაში და არა აქვთ რაიმე არსებითი დანიშნულება. ლოცვის არსებითი და აუცილებელი მახასიათებელი ყურადღებაა. ყურადღების გარეშე ლოცვა ლოცვა არაა. ჭეშმარიტად მადლმოსილი ყურადღება თავს იჩენს ამასოფლის მიმართ გულის მოკვდინების შედეგად. გონების შერწყმა გულთან კი ნიშნავს გონების სულიერი აზროვნების შერწყმას გულის სულიერ გრძნობებთან.
|