
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
გარდაცვალება
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღვწის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული,
ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამ ქვეყნად დაუცხრომლად იღვწის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისაგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს, ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმრთის, წყაროს ყოვლისა კეთილობისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება. ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპივის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფების მიზანი შეიქნება. სიხარულისა და ბედნიერების მაძიებელი ჩვენი გული ბედნიერების ისეთ წყაროს შეემთხვევა, რომლითაც დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს. აღდგომის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი შეიქნება, რომელიც სივრცესა და ჟამს აღარ დაექვემდებარება: ზეცად ამაღლდება, თუმცა, სახე და შეგენილობა იგივე ექნება (II, 142-145).
|