თემა: ეშმაკი

ამ სოფლის მთავრად ითქმის ეშმაკი და სატანა, როგორც რომ თვით ძე ღმრთისაი სახელსდებს: და აწ დასჯილარს

ამ სოფლის მთავრად ითქმის ეშმაკი და სატანა, როგორც რომ თვით ძე ღმრთისაი სახელსდებს: "და აწ დასჯილარს მთავარი ამის სოფლისა და აწ განვარდეს გარე". და ის მთავარი სიბოროტეში ხელოვანთ მთავარიც არის, გამოცდილი სიბოროტითა და კაცთ განხრწნილთა განმრყვნელობითა, რომელიც ძალიან თავგამოდებით მუშაობს ჩვენს წარწყმედასა და შერცხვენასა და თავისთან საუკუნო ტანჯვასა და შეურაცხებასა ღვთისმგმობელობითა. და ჩვენ რომ კაცნი ხორცთმოკვდაებითა ვართ მობლარდნილნი, ამისთვის მალე ვერ ვგრძნობთ და ვერც მიუხდებით იმასს ღვარძლიანის თესლის შემოტანასა და კეთილობისაგან სიბოროტეზედ გარდაწყევასა. და ამაში ჰყვანან კაცთა მომხმარონიცა და ხელის მომმართავნიცა. და მერმე ეს განხრწნილი და გასაძაგლებული კაცთ მღუპავი სოფელი ხორცთვნებულებითა და მსოფლიოთ საცთურითა. და ამ სოფლის ბადის ქსელათა აქვს ეშმაკსა ამპარტავნება. და ამპარტავნების ძაფებში არიან ანგარება და შური სხვათ სიმძულვარითა - რატომ სხვანი მდიდარენი არიან და ამით ბედნიერობენო და მე კი - არაო. სხვანი მე რით მჯობიანო. და ამ ბადის საქსოვს მაქოთა - ტყუილი და ცილისწამება. და ამ ბადეში ვინც ერთხელ შეიყენება და დაიჭირება, ვეღარ გამოიხსნება. და ამისთა საცთურებიანი ბადე სოფელში მახეთა აქვს ეშმაკსა დარწყმული და სიბრხეთ ულხინებლათა დაგებული და ვერცავინ განერება, თუ არ ჭეშმარიტის სარწმუნოების პყრობითა და ნიადაგის ღმრთის ბრძანების დამორჩილებითა.
 
თემატური კითხვები
3