დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი ბედნიერობა უფრო მეტად მოსწონს და მიაჩნია, ვინემდის ღმრთის დიდება და საუკუნოდ იმისი ნების მიყოლა, ის საპატიო კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ გაე...
იხილეთ სრულად
დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი ბედნიერობა უფრო მეტად მოსწონს და მიაჩნია, ვინემდის ღმრთის დიდება და საუკუნოდ იმისი ნების მიყოლა, ის საპატიო კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ გაეწყობა და ვერც ღმრთის მეგობრობას გამოირჩევს. და ამით დამბრმალი ყოველს თავის საქმესა, რასაც კი წინა აღრჩევითა შვრება და იქმს, ყოველთვის ტყუვდება და ნებსით ცთომაში ვარდება.
link
სხვა არის მეცნიერებით ცოდვა და სხვა არის უმეცრებით ცოდვა, როგორც სხვა არის სიჭაბუკით ცოდვა და სხვა არის სრულებაში მოგონებული ცოდვა. და სხვა ცოდვა არის მიზეზითა ცოდვა და სხვა არის უმიზეზოდ ცოდვა. ვინც წინა აღრჩევითა მეცნიერებით სც...
იხილეთ სრულად
სხვა არის მეცნიერებით ცოდვა და სხვა არის უმეცრებით ცოდვა, როგორც სხვა არის სიჭაბუკით ცოდვა და სხვა არის სრულებაში მოგონებული ცოდვა. და სხვა ცოდვა არის მიზეზითა ცოდვა და სხვა არის უმიზეზოდ ცოდვა. ვინც წინა აღრჩევითა მეცნიერებით სცოდავს, რომ იცის და სცოდავს, ცოდვა არის დიდი და საძაგელი, ეშმაკთა ღვთისმგობელობის მსგავსი ცოდვა არის. იციან ეშმაკთა, რომ ღვთის გასწორება და მსგავსება არავისგან არასოდეს არც იქნება და არც შეიძლება, ამისთვის, რომ ყოვლადმოუგ...
link
და რომ შური არის კეთილიცა და ბოროტიცა, ამისთვინ შემოვიტანოთ ცნობა - მიბაძვა კეთილობისა. აღრჩევა და ქმნა შურად ითქმის საქართველოს ენაზედ. და არის შური სატანისაგან ნაშობი და კაცის ბუნებაში შემოთესილი, ყოვლის კეთილობის მოძულეობა ნებს...
იხილეთ სრულად
და რომ შური არის კეთილიცა და ბოროტიცა, ამისთვინ შემოვიტანოთ ცნობა - მიბაძვა კეთილობისა. აღრჩევა და ქმნა შურად ითქმის საქართველოს ენაზედ. და არის შური სატანისაგან ნაშობი და კაცის ბუნებაში შემოთესილი, ყოვლის კეთილობის მოძულეობა ნებსით აღრჩევითა. შურად ითქმის ვნებულად, რომ ყოვლის კაცისა ყოველი კეთილობა სძულდეს და თავის ყოველს საქმეს განუნახლებლად აქებდეს, ის ბოროტის მოყვარედ ითქმის. და არის შური სხვას კეთილობის წყენაცა. და ამისთვის შურსა ბოროტსა ორგ...
link
და მე ვიტყვი:
დღეს აღმოსცენდა ვარდი ეკლესიისა მტილსა საღმრთოსა ნერგად უკვდავად დანერგილი!
დღეს მარგალიტსა მრავალ სასყიდლისასა მოხმულსა ზეცით იხილვენ ზეცის იერარხნი!
დღეს მადლმან საღმრთომან მისცუალა სიხარულად მწუ...
იხილეთ სრულად
და მე ვიტყვი:
დღეს აღმოსცენდა ვარდი ეკლესიისა მტილსა საღმრთოსა ნერგად უკვდავად დანერგილი!
დღეს მარგალიტსა მრავალ სასყიდლისასა მოხმულსა ზეცით იხილვენ ზეცის იერარხნი!
დღეს მადლმან საღმრთომან მისცუალა სიხარულად მწუხარება ჩვენი!
დღეს ესე, ვითარცა ვარსკვლავი უბრწყინვალესი, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდა მცხინვარებითა საკურველებისათა!
დღეს ესე სავსე ნათლითა და საღმრთოსა ნათლითა აღმოგვიბრწყინდა ჩვენ, რომელიცა აღმოგვიყვავილებს განმაცისკრებელსა ჰხსენებასა!
დღე...
link
თუმცაღა ყველანი ვიტყვით, ვინც ქრისტიანედ სახელ-ვიდებით, რომ ჩვენ ქრისტიანენი ვართო, და მერმე ზედაც დავუმატებთ - მართლმადიდებელნიცაო, მაგრამ კი ყველანი სწორედ ქრისტიანენი არა ვართ. ზოგნი სახელითა ვართ ქრისტიანენი და საქმით კი - აღა...
იხილეთ სრულად
თუმცაღა ყველანი ვიტყვით, ვინც ქრისტიანედ სახელ-ვიდებით, რომ ჩვენ ქრისტიანენი ვართო, და მერმე ზედაც დავუმატებთ - მართლმადიდებელნიცაო, მაგრამ კი ყველანი სწორედ ქრისტიანენი არა ვართ. ზოგნი სახელითა ვართ ქრისტიანენი და საქმით კი - აღარა. ზოგნი მარტოდ სიტყვითა ვართ და არა ულითა და ცხოვრებითა. და ზოგთ არც კი ვიცით სწორედ, ქრისტიანობა რასა ჰქვიან. და ამაში საკვირველი და დიდი რამ განყოფილება მოჩანს. ეს სახელი - ქრისტიანე ქრისტე შემოსილსა ნიშვანს. და ქრი...
link
თვით თავადმან ღვთისა მაღლისა გვამოვანმან სიტყვამან და სიბრძნემან ორისავე სოფლისა, ჟამიერისა და აუკუნოსა, საბედნიეროდ სიცოცხლისა გაგვიყო დგომა და დაგვიმა მიჯნა კეთილობისა კეთილსა და სიბოროტის შუა, დაგვიდვა აზღვარი ქრისტიანობისა და...
იხილეთ სრულად
თვით თავადმან ღვთისა მაღლისა გვამოვანმან სიტყვამან და სიბრძნემან ორისავე სოფლისა, ჟამიერისა და აუკუნოსა, საბედნიეროდ სიცოცხლისა გაგვიყო დგომა და დაგვიმა მიჯნა კეთილობისა კეთილსა და სიბოროტის შუა, დაგვიდვა აზღვარი ქრისტიანობისა და ურწმუნოებისა. გვასწავლა და გვმოძღვრა, თუ როგორ უნდა აღვიარებდეთ და გვრწამდეს ჩვენ, ქრისტიანეთა, ძე ღმრთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, პირველ უჟამოდ და დაუსაბამოდ მხოლოდშობილი საყვარელი ძე, უწინარეს ყოველთა აუკუნეთა შობილ...
link
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისა...
იხილეთ სრულად
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისათვის განკაცებული, ჩემის განღმრთობისათვის ჯვარცმული და ჩემის ღმერთყოფისატვის აღდგომილი და დიდებით ზეცად ამაღლებული, რომელიც რომ ყოველს ჩემს ცოდვას მითმობს, უღირსებასა და უღირსად ნაქმარს უსჯულოებას აღმიხოცავს, ჟამიერად მაც...
link
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო, და აბა, სად არის თანალმობა, ღვთიური მოწყალება, ერთმანეთის სიკეთის ნდომა, შეწევნა და მიხედვა, პატივისცემა ბუნებისა, წადილი ყოველთ ბედნიერობისა, სურვილით ქება ერთმანეთისა, ხელის აპყრობა მდაბალთა, მიხედვა ...
იხილეთ სრულად
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო, და აბა, სად არის თანალმობა, ღვთიური მოწყალება, ერთმანეთის სიკეთის ნდომა, შეწევნა და მიხედვა, პატივისცემა ბუნებისა, წადილი ყოველთ ბედნიერობისა, სურვილით ქება ერთმანეთისა, ხელის აპყრობა მდაბალთა, მიხედვა ქვრივთა, ობოლთა მამობა და აღზრდა, შეიწრებულთათვის ზრუნვა და ნუგეში, მოხუვებულთ მსახურება და პატივით სიამოვნება. სნეულთა მოილვა და კეთილის ყოფა, ბრმათა და მკელობელთა ტვირთვა და გამოზრდა.
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და აბა...
link
ესეცა წერილი აღსრულებულ არს (იოან. 19, 30), დიახ! აღსრულდა განგება ღვთისა, გამართლდა მოლოდინი მამათმთავართა, ცხად იქმნა წერილი წინასწარ მეტყველთა; უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შესწირა თავი ტვისი მსხვერპლად ყოველთა და მით გაათავისუფლ...
იხილეთ სრულად
ესეცა წერილი აღსრულებულ არს (იოან. 19, 30), დიახ! აღსრულდა განგება ღვთისა, გამართლდა მოლოდინი მამათმთავართა, ცხად იქმნა წერილი წინასწარ მეტყველთა; უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შესწირა თავი ტვისი მსხვერპლად ყოველთა და მით გაათავისუფლა ეშმაკისა და ცოდვისაგან დამონებული კაცობრიობა! ერთისა მის კაცისატვის, რომელმაც დაარღვია ღვთის მიერ მიცემული მცნება, ცოდვა სოფლად შემოხდა, და ცოდვისა ძალით სიკვდილი; და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომელთა ყ...
link
მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და საკვირველსა ზედა მადლსა მივიწოდებით ღმრთისა სიტკბოებითა უსასყიდლოდ და ნუვინ დავზარდებით, ღმერთი გვპატიჟობს. ქრისტემ გვიქადაგა, თუ ვი...
იხილეთ სრულად
მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და საკვირველსა ზედა მადლსა მივიწოდებით ღმრთისა სიტკბოებითა უსასყიდლოდ და ნუვინ დავზარდებით, ღმერთი გვპატიჟობს. ქრისტემ გვიქადაგა, თუ ვისმე სწყუროდესო, ჩემთან მოვიდესო და ჩემის მეცნიერებით წყურვილი მოიკლასო და სვასო მეცნიერების წყარო და როგორც წიგნი იტყვისო, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდენო წყლისა ცხოველისანი. და ეს ცხოველი წყალი სულის წმიდის ნიჭებსა ...
link