თემა: ღმერთი

მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და

მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და საკვირველსა ზედა მადლსა მივიწოდებით ღმრთისა სიტკბოებითა უსასყიდლოდ და ნუვინ დავზარდებით, ღმერთი გვპატიჟობს. ქრისტემ გვიქადაგა, თუ ვისმე სწყუროდესო, ჩემთან მოვიდესო და ჩემის მეცნიერებით წყურვილი მოიკლასო და სვასო მეცნიერების წყარო და როგორც წიგნი იტყვისო, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდენო წყლისა ცხოველისანი. და ეს ცხოველი წყალი სულის წმიდის ნიჭებსა ნიშნავს. და ეს ნიჭნი არიან სულისა წმიდისანი: ზომიერი და მაღალი სიმდაბლე ღმრთაების საყდრიდამ გარდმოწვეული, ყოველთა მიმართი სიყვარული, გონიერი და შეგნებული ცნობა უცთომელი ყოვლის საქმისა და ნივთისა, სამართლიანი ბჭობა და სიმართლე, ღმრთისა და კაცთაგან საქებელი, და ნიადაგ ნაქები ყოველთ შეტკბობა და უმწუხარო ცხოვრება, რომ ყოველს კაცს აქებდეს და ყოველთაგან თვით იდიდებოდეს, სარწმუნოება მოეგოს წმიდათა და ყოფა და ცხოვრება ექადაგებოდეს ყოველთაგან მისაბაძავი, გული უჩნდეს ღმრთისაიმსგავსად მოწყალე და ყველანი უყვარდენ. ბაგე და პირი მართალი მიეგოს და სიტკბოებით ყოველთ მაამებელი ენა. ვერ იცნობდეს შურსა და ღმრთის მსგავსად ეკრძალებოდეს და ერიდებოდეს სიცრუესა. ნიადაგ გულს იტკბობდეს კეთილობითა და ძვირის ხსენება იმაში არსად იპოვებოდეს. და სხვანი რიცხვდაუდებელნი მრავალნი სათნოებანი, ამათნი მომყოლნი და შემდგომნი, ნათესაობითი და სახითა წარმოჩენილნი და ყოველთაგან გაცნობილნი ჩნდენ სახილველად ცათა და ქვეყანისა. და ამისთანას კაცსა თვით სული ღმერთიც ემოწმება: "არა მოიღო სული თვისი ამაოებასა ზედა, და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა. ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან, და წყალობა ღმრთისაი მიერ მაცხოვრისა მისისა. და ესე არსო ნათესავი, რომელი ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისაი იაკობისა". ამ მაღალთა და განმაღმრთობელთა ზედა საუკუნოდ გაუკვდავებითა და სულით და ხორცით განღმრთობითა ამაღლებასა და ღმრთისაითანა ყოფასა გვპირდებოდა ღმრთისაი გვამოვანი სიმართლე და სიბრძნე.
 
თემატური კითხვები
3