თემა: ცოდვა

სხვა არის მეცნიერებით ცოდვა და სხვა არის უმეცრებით ცოდვა, როგორც სხვა არის სიჭაბუკით ცოდვა და სხვა

სხვა არის მეცნიერებით ცოდვა და სხვა არის უმეცრებით ცოდვა, როგორც სხვა არის სიჭაბუკით ცოდვა და სხვა არის სრულებაში მოგონებული ცოდვა. და სხვა ცოდვა არის მიზეზითა ცოდვა და სხვა არის უმიზეზოდ ცოდვა. ვინც წინა აღრჩევითა მეცნიერებით სცოდავს, რომ იცის და სცოდავს, ცოდვა არის დიდი და საძაგელი, ეშმაკთა ღვთისმგობელობის მსგავსი ცოდვა არის. იციან ეშმაკთა, რომ ღვთის გასწორება და მსგავსება არავისგან არასოდეს არც იქნება და არც შეიძლება, ამისთვის, რომ ყოვლადმოუგონებელი საქმე არის, რომ დაბადებული დამბადებელს გაუსწორდეს და ეს ცოდვა ღვთისმგმობელობად დაიწესების. მაგრამ კი ისინი ნებსით და წინა აღრჩევითა სცოდავენ და ამისთვის ვეღარც მიტევებასა ეღირსებიან საუკუნოდ განწირულნი. და ამისთვის, ვინც ნებსით სცოდავს და წინ აღრჩევითა, ისინიც ეშმაკთ მსგავსად განიწირებიან სასოწარკვეთილებაში შეგდებითა. და სხვა არის უმეცრებით ცოდვა, რომელიცა ცოდვა ცოდვად არ იცის და ვერ იცნობს და სცოდავს. ის ცოდვა ადვილად მიეტევების, როგორც სანატრელს მოციქულს პავლეს მიეტევა უმეცრებით ცოდვა და ყოვლის სოფლის ქადაგად დააგინა ცოდვილთ მოსაქცეველათა. არის ცოდვა მიზეზითა, როგორც პეტრეზედ გამოჩნდა. სიკვდილისაგან შეშინებულმა ქრისტე უარყო და რომ მასუკან მწარედ ტიროდა, თავის ჯვარცმამდის მიეტევა. და არის ცოდვა უმიზეზო, როგორც რომ იუდაზედ გამოჩნდა და სასოწარკვეთილებაში შევარდნილი სრულიად განიწირა. და ახლა რომ ჩვენ გამოვიჩხრიკოთ უვნებოს გონებითა ჩვენი ქცევა, მეცნიერებით მცოდველთა ცოდვა აღარ მიეტევების, როგორც რომ მოციქული გვაჯერებს, ქრისტეს პირად სახელდებული: "შემდგომად ჭეშმარიტის ცნობის მიღებისა, შეცოდებათათვის არღარა არს მსხვერპლი შეწირულ".
 
თემატური კითხვები
3