თემა: შური

და რომ შური არის კეთილიცა და ბოროტიცა, ამისთვინ შემოვიტანოთ ცნობა - მიბაძვა კეთილობისა. აღრჩევა და

და რომ შური არის კეთილიცა და ბოროტიცა, ამისთვინ შემოვიტანოთ ცნობა - მიბაძვა კეთილობისა. აღრჩევა და ქმნა შურად ითქმის საქართველოს ენაზედ. და არის შური სატანისაგან ნაშობი და კაცის ბუნებაში შემოთესილი, ყოვლის კეთილობის მოძულეობა ნებსით აღრჩევითა. შურად ითქმის ვნებულად, რომ ყოვლის კაცისა ყოველი კეთილობა სძულდეს და თავის ყოველს საქმეს განუნახლებლად აქებდეს, ის ბოროტის მოყვარედ ითქმის. და არის შური სხვას კეთილობის წყენაცა. და ამისთვის შურსა ბოროტსა ორგვარად მავნებელად იცნობენ; ვისგანაც იშობება და არის, იმასაცა ჰკლავს და ვისიც რომ შური აქვს იმასაცა სწყლავს. და ამ ვნებულის სენისაგან მრავალნი აღიხოცნენ და მოსვრნენ, მრავალნი თემნი და სახელმწიფონი აღოხრდნენ და მიწად გაისწორნენ, კაცნი საკვირველნი, მაღალნი და დიდებულნი, დაეცნენ და დამდაბლდნენ. და უფროსად შურითა ბოროტითა სამღვდელონი დადნენ და შეიჭამნენ. მრავალთა მრავალი საძეგელები და უღმრთოება ამ სიბოროტით შობეს, ყოველი კეთილობის მოძულება. ამან აღმოამორჩა კაცის კვლა. ამან მოაწივა მრავალთა ზედა საუკუნო წარწყმედა. ამან საძაგელებამა მიგვცნა სიკვდილსა და ვაი, უფრო წარწყმედასა და ეშმაკთაგან დასჯასა. არათუ ღმერთსა ეყო წყალობა, ითქმის, ყოველი კაცთ ნათესავი ამისგან მოიპოვებოდა საუკუნოდ.
    და ჰგავს ნაშობი მშობელსა თვისსა სატანას. ამან უფალი დიდებისა ჯვარსა დამოჰკიდა. ამან ყოველი მოწამეთ დასობა აღხოცა. ამნ მრავალნი მონასტერნი აღაოხრა და იავარჰყო. შურმა ბოროტმა მრავალი გაამწვალებლნა, ეკლესიანი დაამხვნა, ძმა ძმის მკვლელად აღჭურნა, დედ-მამათ შვილები მოასვრევინა, ნათესავი ნათესავზედ აღადგინნა, ტყვედ ურიცხვნი განყიდნა, ორგულება აშობებინა მრავალთა, უბრალონი მოსწყვიდნა, უმანკონი სალეწად მიჰყარნა, საყვარელნი ცოლ-ქმარნი ერთმანეთის მოლალედ და მდევნელად აღადგინნა, ერთობა და ძმობა სამკვლელოდ მისცნა, ბოროტი განაძლიერა მრავალ წარსაწყმედელად, მრავალთაგან სიყვარული მოაოხრა და მესისხლედ აღადგინნა, ურიცხვნი ვნებანი შობნა, მრავალთა ბევრთა კეთილობათა დიდ-დიდნი ზვინები აღაოხრნა.
 
3