ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
წუთისოფლის ამაოება
დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი
დიდება კაცთა უფრო მეტად შეიყვარეს, ვინემდის დიდება ღმრთისაი. და ვისაც კაცთ დიდება და ჟამიერი ბედნიერობა უფრო მეტად მოსწონს და მიაჩნია, ვინემდის ღმრთის დიდება და საუკუნოდ იმისი ნების მიყოლა, ის საპატიო კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ გაეწყობა და ვერც ღმრთის მეგობრობას გამოირჩევს. და ამით დამბრმალი ყოველს თავის საქმესა, რასაც კი წინა აღრჩევითა შვრება და იქმს, ყოველტვის ტყუვდება და ნებსით ცთომაში ვარდება.
|