და მე ვიტყვი: დღეს აღმოსცენდა ვარდი ეკლესიისა მტილსა საღმრთოსა ნერგად უკვდავად დანერგილი! დღეს

და მე ვიტყვი:
    დღეს აღმოსცენდა ვარდი ეკლესიისა მტილსა საღმრთოსა ნერგად უკვდავად დანერგილი!
    დღეს მარგალიტსა მრავალ სასყიდლისასა მოხმულსა ზეცით იხილვენ ზეცის იერარხნი!
    დღეს მადლმან საღმრთომან მისცუალა სიხარულად მწუხარება ჩვენი!
    დღეს ესე, ვითარცა ვარსკვლავი უბრწყინვალესი, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდა მცხინვარებითა საკურველებისათა!
    დღეს ესე სავსე ნათლითა და საღმრთოსა ნათლითა აღმოგვიბრწყინდა ჩვენ, რომელიცა აღმოგვიყვავილებს განმაცისკრებელსა ჰხსენებასა!
    დღეს ჯოჯოხეთსა შინა ცეცხლი მეოტიქმნა, ვითარცა წინათ ღმრთისა გარდამოსულასა ბაბილონს, სადაცა სამნი ყრმანი სახმილსა შინა, ვითარცა ვარდსა, ფერხითა სტკეპნიდნენ!
    დღეს ესე მზესა სიმართლისასა აღმოგვიბრწყინებს, რომლისა მიერ ყოველი ქვეყანა განვჰცისკრდებით!
    დღეს ესე გვიხსნის მრავალ_თხზულისა განსაცდელისა და ღელვისა შთავარდნისაგან აღმოგვიყვანს შეპყრობილთა ურიცუთა ცოდვათაგან!
    დღეს ესე ნერგი ყვავილოსანი ფერშვენიერსა სუნნელებასა აღმოგვიცენებს!
    დღესა ამას დამამყარებელი კამარათა ცისათა და აღმაშენებელი ეკლესიათა ყრმა ემმანუილ მოვალს სჯულისა აღსრულებად ტაძარსა შინა, ვითარცა მათე წმიდა მახარებელი იტყვის: "ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა!"
    დღეს აღასრულებს სჯულსა ყრმა იგი, რათამცა სხვანიცა მიიყვანნეს სჯულისა აღსრულებად!
    დღეს განეფინა მადლი ყრმისა ყოველსა თვისსა მორწმუნესა და რომელიცა ნათელი თვითშეუდგამი ნისლსა ქვეშე მთასა სინასა ფიცართა მიცემასა მისსა მოსემ იხილა განცვიფრებითა!
    დღეს სიმეონ ხელთა ზედან მიიქუამს და ჩჩვილად განგვიბრწყინდების ჩვენ!
    დღეს ცა და ქვეყანა სავსე იქმნა დიდებითა და დიდების მეტყველებითა, სიტყვა, რომელი ითქვა: "ესე კარი დახშული ჰსდგას და არავინ შევალს, გარნა უფალი ღმერთი ისრაილისა!" დღეს აღესრულების. აჰა, და მრავალ ჟამიერ დაკრძალული ბჭე იგი ტაძრისა საკვირველებითა განიღების მოსვლასა ქრისტესსა!
 
3