ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
ქრისტიანობა
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო, და აბა, სად არის თანალმობა, ღვთიური მოწყალება, ერთმანეთის სიკეთის ნდომა,
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო, და აბა, სად არის თანალმობა, ღვთიური მოწყალება, ერთმანეთის სიკეთის ნდომა, შეწევნა და მიხედვა, პატივისცემა ბუნებისა, წადილი ყოველთ ბედნიერობისა, სურვილით ქება ერთმანეთისა, ხელის აპყრობა მდაბალთა, მიხედვა ქვრივთა, ობოლთა მამობა და აღზრდა, შეიწრებულთათვის ზრუნვა და ნუგეში, მოხუვებულთ მსახურება და პატივით სიამოვნება. სნეულთა მოილვა და კეთილის ყოფა, ბრმათა და მკელობელთა ტვირთვა და გამოზრდა.
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და აბა, სად არის პატივი ეკლესიათა, როგორც მშობელისა და დედის მსახურება წმიდათა ღმრთისათა ძღვნად მიტანა სანთლისა და საკმეველისა, მოსახსენებელად მირთმევა, მცირის რაისამე, რომ მშობელნი მოიხსენებოდნენ მართლმადიდებლობით, ცოლი და შვილნი და - სადღეგრძელოდ, ყმანი და მსახურნი - საერთგულოდ, მოყვარენი და მეზობელნი - საბედნიეროდ, როგორც რომ ითქვა - ერთი ერთსა ულოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა.

|