ესეცა წერილი აღსრულებულ არს (იოან. 19, 30), დიახ! აღსრულდა განგება ღვთისა, გამართლდა მოლოდინი

ესეცა წერილი აღსრულებულ არს (იოან. 19, 30), დიახ! აღსრულდა განგება ღვთისა, გამართლდა მოლოდინი მამათმთავართა, ცხად იქმნა წერილი წინასწარ მეტყველთა; უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შესწირა თავი ტვისი მსხვერპლად ყოველთა და მით გაათავისუფლა ეშმაკისა და ცოდვისაგან დამონებული კაცობრიობა! ერთისა მის კაცისატვის, რომელმაც დაარღვია ღვთის მიერ მიცემული მცნება, ცოდვა სოფლად შემოხდა, და ცოდვისა ძალით სიკვდილი; და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შესცოდეს (რომ 5, 12). ხოლო შეცოდება ესე იყო შეურაცხება თვით შემოქმედისა, და ამისათვის ცოდვას თან მოჰყვა წყევა და სიკვდილი, რომელთაგან გათავისუფლება კაცობრიობას ვერ ძალ-ედვა. და აი, ძე ღვთისა, უფალი იესო განუზომელისა კაცთმოყვარებისა და სახიერებისამებრ თვისისა, გარდამოხდა ზეცით, ხატი მონისა შეიმოსა, ქვაბსა შინა იშვა, თავი ტვისი დაიმდაბლა ისე, რომ არა აქვნდა სადა თავი მიიდრიკოს (მატთ. 8, 20), დღე ყოველ სიტყვით, თუ საქმით, კეთილსა უყოფდა ურიათა. ხოლო მათ იგი შეურაცხჰყვეს, სდევნეს, შეიპყრეს, უსამართლოდ განსაჯეს, სახესა ზედა ნერწყვეს, ლერწმითა გვემეს, ყვრიმალა სცეს, ჯვარს აცვეს, იქაც კი ემღერედეს (დასცინოდნენ). ხოლო ყოვლად მოწყალემან, ყოველივე ესე დაითმინა, რათა ცოდვანი ჩვენნი თავს ედო, ჯვარსა შეემსჭვალა, აურაცხელის ტანჯვის შემდეგ სული განეტევებინა ძელსა ზედა ჯვარისასა და ჩვენ გავეთავისუფლებინეთ ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან!
    და აჰა, ხატი მისი, ოდეს გარდმოიღეს ჯვარისგან თავი მისი შემოსილია ეკლის გვირგვინით, ხელნი და ფერხნი განმსჭვალულია ლურსმითა, გვერდი განგმირულია ლახვრითა, ღაწვთა ზედა ცხადად სჩანს კვალი ყვრიმალის - ცემისა, სახესა ხეა - ნერწყვისა, ბაგეთა ზედა - ნაღვლისა ძმრით გაზავებელისა... ყოველივე ეს დაითმინა უფალმა, მხსნელმა და მაცხოვარმა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის: ჩვენმა გულმაღლობამ და ამპარტავნებამ დაადგა თავსა მისსა გვირგვინი ეკლისა, ჩვენმა განცხრომისა და ფუფუნების მოყვარებამ მიიყვანა მიაყენა მას გვემა და ყვრიმალის - ცემა, ჩვენმა სიხარბემ და გაუმაძღრობამ ასვა მას ძმარი და ნაღველი, ჩვენმა ავხორცობამ და გარყვნილებამ შემსჭვალა იგი ჯვარსა ზედა, ხოლო აურაცხელმა და სახელდაუდებელმა უსჯულოებამ ჩვენმან სტანჯა და მოჰკლა იგი...
    რა შეგვშვენის ჩვენ, საყვარელნო, დღეს, ყოველივე ამის მომგონებელი და შემოკრებულთ გარშემო ხატისა ჯვარისაგან გადმოხსნილისა გვამისაუფლია და მაცხოვრისა ჩვენისა? ყოველივე ამის მომგონებელთ შეგვშვენის ტირილი და მხოლოდ ტირილი, მაგრამ ტირილი არა უფლისათვის, არამედ ჩვენთვის და თავთა ჩვენთათვის: ასულნო იერუსალიმისანო, უბრძანა უფალმა დედათა, რომელნი სტიროდნენ, ხედვიდნენ რა იესოს მომავალს გოლგოთაზედ, ნუ სტირთ ჩემთვის, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა (ლკ. 23, 28)! მაშ, ვიტიროთ ჩვენცა თავთა ჩვენთათვის: ვიტიროთ ცოდვათათვის სიჭაბუკისათა, რომელმან განვლო უქმად, ხორციელებრივის სიამოვნებია და ბოროტთა განზრახვათა აღსრულების მოლოდინში; ვიტიროთ ცოდვათათვის მამაცობისა ჩვენისა, ვინათგან იგი შევსწირეთ თავმოყვარეობას, ანგარებას და ავხორცობას, ვიტიროთ ცოდვათათვის მოხუცებულობისა ჩვენისა, ვინათგან წელთა სიგრძემ ვერ თავისუფალ - გვყო ვნებათა ღელვათაგან; ვიტიროთ მრავალთა და აურაცხელთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომლითაც ჩვენ კვალად ჯვარს ვაცვამთ უფალსა და მაცხოვარსა ჩვენსა; ვიტიროთ ძეთა და ასულთა ჩვენთათვის, რომელთა ქრისტეანობრივ აღზრდა-სწავლისათვის ჩვენ სრულებითაც არა ვზრუნავთ; ვიტიროთ სამართლად ჩვენზედა მომავალისა რისხვისათვის, შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, დავდვათ აღთქმა წინაშე საფლავსა შინა მდებარისა უფლისა ჩვენის გასწორებისათვის, ჩვენის საქციელის აწონ-დაწაონისა და განსჯისათვის, ჭეშმარიტს გზაზედ დადგომისათვის, და შევსთხოვოთ მას, რათა სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა გარე წარაქციოს რისხვაი, მარადდღე ჩვენზედა მომავალი, და შეგვიწყალნეს ჩვენ! ამინ.
 
3