ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
ქრისტიანობა
თუმცაღა ყველანი ვიტყვით, ვინც ქრისტიანედ სახელ-ვიდებით, რომ ჩვენ ქრისტიანენი ვართო, და მერმე ზედაც
თუმცაღა ყველანი ვიტყვით, ვინც ქრისტიანედ სახელ-ვიდებით, რომ ჩვენ ქრისტიანენი ვართო, და მერმე ზედაც დავუმატებთ - მართლმადიდებელნიცაო, მაგრამ კი ყველანი სწორედ ქრისტიანენი არა ვართ. ზოგნი სახელითა ვართ ქრისტიანენი და საქმით კი - აღარა. ზოგნი მარტოდ სიტყვითა ვართ და არა ულითა და ცხოვრებითა. და ზოგთ არც კი ვიცით სწორედ, ქრისტიანობა რასა ჰქვიან. და ამაში საკვირველი და დიდი რამ განყოფილება მოჩანს. ეს სახელი - ქრისტიანე ქრისტე შემოსილსა ნიშვანს. და ქრისტე შემოსილი ის კაცი არის, რომელიც რომ ქრისტეს ბრძანებას ყოვლის სულითა და გულითა სურვილით ისმენს, ემორჩილება და ასრულებს. და ყოველის განსაცდელის მოწევნას უფრო სურვილით მიითვალავს, ვინემდის ერთის მცირის ბრძანების გარდასვლა თავს იდვას. ამისთანა ქრისტიანე ნიადაგ საქმით აღვიარებს და ცხოვრებით ქადაგებსდა სიტყვით ამტკიცებს, რომ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, როგორც რომ წმინდათ მოწამეთში გამოჩნდა და მართალთ კრებულში იქადაგების.
ვიტყვით ზოგნი ვინმე, ქრისტიანენი ვართო და ქრისტეს კი ვერ ვცნობთ - დაუსაბამოს მამისაგან შობილსა და ჩვენის ცხოვრებისათვის წმიდის ქალწულისაგან უხრწნელად განკაცებულსა, ჩვენთვის ჯვარისა და სიკვდილის მიმთვალველსა, რომელმაც რომ ჩვენ მაგიერად ჩვენთვისვე თავისის სული დადვა და საყვედრელი სიკვდილი მოწყალებით მიითვალა. და ჩვენ კი იმისი ცნობა სწორედ არ გვინდა, არათუ იმისი საცხოვრებელი ბრძანება რამ გავიგონოთ და საქმით აღვასრულოთ.
ვიტყვით ზოგნი ვინმე, ქრისტიანენი ვართო და სიმშვიდესა და სიმდაბლეს ვერ ვცნობთ ზვავნი უმეცრებითა, ლაღნი ამპარტავნებით, უაღვირონი მოქადობითა და არა რას მცნობნი კეთილობია. აგვიღია ცად პირი და ჩვენი ენა ეთრევის ქვეყანაზედა, ამაოსა და ცუდის შურით შეჭმალნი სატანასებრ, უცოდველთა და უბრალოთა ეშმაკთაებრ, ცილის მწამებელნი, რომელთაც რომ დაგვივიწყებია საუფლო ბრძანება: "ნუ ვინ წარხედავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა, რამეთუ ანგელოზნი მათნი ხედვენ ცათა შინა პირსა მამისა მათისასა მარადის".

|