თვით თავადმან ღვთისა მაღლისა გვამოვანმან სიტყვამან და სიბრძნემან ორისავე სოფლისა, ჟამიერისა და

თვით თავადმან ღვთისა მაღლისა გვამოვანმან სიტყვამან და სიბრძნემან ორისავე სოფლისა, ჟამიერისა და აუკუნოსა, საბედნიეროდ სიცოცხლისა გაგვიყო დგომა და დაგვიმა მიჯნა კეთილობისა კეთილსა და სიბოროტის შუა, დაგვიდვა აზღვარი ქრისტიანობისა და ურწმუნოებისა. გვასწავლა და გვმოძღვრა, თუ როგორ უნდა აღვიარებდეთ და გვრწამდეს ჩვენ, ქრისტიანეთა, ძე ღმრთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, პირველ უჟამოდ და დაუსაბამოდ მხოლოდშობილი საყვარელი ძე, უწინარეს ყოველთა აუკუნეთა შობილი და არა ქმნილი, თანა არსი მამისა, რომლისაგან ყოველივე შეიქმნა. და მერმე, უკანასკნელთა ჟამთა, ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის წმიდათა უწმიდესისა ქალწულისა მარიამისაგან განხორციელდა, რომლისაცა ქალწულისა შორის სავსე ღმრთაებისა დაემკვიდრა ხორციელად და განკაცნა და იშვა ახალი ცათა ქვეშე ერთი ორითა ბუნებითა, ღმერთმამაკაცი იესო, მეორე ადამ და უფალი დიდებისა, ღმერთი სრული და კაცი სრული, ღმერთი პირველსაუკუნეთა და მერმეთა მათ საუკუნეთა მამა.
    ამან ღმერთმან დიდებისამან და უფალმან ყოველთა დაბადებულთა, სიტყვიერთა და უსიტყველთამან, სჯულად დაგვიდვა და მცნებად მოგვცა ასე აღსარება: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". და ამაში რა არის აღსარება და ან როგორ უნდა მართლმადიდებელთა, რომ ქრისტე აღიარონ, შემდგომმა სიტყვამ გამოგვიცხადოს.
 
0