
წყარო:
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) [გვ. 124]
თემა:
გლოვა ცოდვებისათვის
როგორც გარეგნულ მოქმედებაში, ასევე სულიერ ლმობიერებაში არსებობს თვითაღძვრა და აღძვრა, რომელიც
როგორც გარეგნულ მოქმედებაში, ასევე სულიერ ლმობიერებაში არსებობს თვითაღძვრა და აღძვრა, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს. როდესაც სული ჩვენი მცდელობისა და ზრუნვის გარეშე ცრემლისკენ მიიდრიკება, ლბება და მოწყალებით ივსება, მაშინ ვისწრაფოთ, რადგან უფალი მანამდე მოვიდა ჩვენთან, ვიდრე მოვუხმობდით და მოგვცა ღრუბელი, რათა განვისვენოთ და მოგვცა ღვთივსათნო ცრემლის ანკარა წყარო, რათა ჩვენი ცოდვების ხელწერილი წაიშალოს. თვალის გუგასავით გაუფრთხილდი ამ მწუხარებას, რომ თანდათანობით არ დაგტოვოს მან; რადგან ძლიერი ძალა აქვს და დიდად აღემატება იმ ტირილის ძალას, რომელიც ჩვენი პირადი მცდელობისა და განსჯის შედეგად მოდის
|