წმ. ალექსი ბერი

შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და

შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასაგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ-ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც არ შეუძლია გადადგას. იმედით მგზავრობს მგზავრი, იმედით ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ვთესავთ და ვფლავთ თესლს დედამიწაში, - ყოვლადვე ყოველსა შინა სიცოცხლის არსებობას წინ უძღვის ძლევა-მოსილი იმედი და ეს იმედი ხომ პირმშო ძეა სარწმუნოებისა. სარწმუნოება იმედის თავსაკიდურია, ვინაითგან სარწმუნობა შობს იმედს, იმედი შობს ნუგეშინისცემას, ნუგეშინისცემა აღუსუბუქებს ადამიანის ჭირვარამს და შობს სიმხნეს.
 
0