იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[18] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[18] წერილი ბარბარეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

წმიდა მთა, 21 აპრილი, 1937 წ. (გ)


ჩემს საყვარელ ქალიშვილს, ჩემს კეთილ მტრედს, ხმატკბილ ბულბულს, ჩემს კარგ გოგონა ბარბარეს. გისურვებ, რომ კარგად იყო სხეულითაც და სულითაც.
ო, ჩემო ასულო, მივიღე შენი ეპისტოლე და გავიხარე და ვილოცე, რომ უფალმა დაგიფაროს.
ფრთხილად იყავი, შვილო, რამეთუ უკვე გაიზარდე და აზრებიც გეცვლება. დედის გარეშე ნაბიჯიც არ გადადგა. დაქალებს ნუ გაიჩენ.
ასე, ჩემო ოქროს გოგონავ, რადგან ქვეყანა გაფუჭდა და განსაცდელიც, რომ ხედავს, რომ ღმერთი გიყვართ და მისმიერი მოშურნეობა გაქვთ, დასაბრკოლებელ ლოდს დაგიგებთ მახედ.
ისმინე და შეიყვარე ჩემი სიტყვები, რამეთუ ესენი დაგიცავენ დაბრკოლებისგან, რომ ფეხი არ წაჰკრა. არავის უყვარხარ ჩემზე მეტად – მზად ვარ საკუთარი სული დავდო ჩემი ქალიშვილისთვის.
საღმრთო წიგნები იკითხე, რათა სული გაგინათლდეს და სულიერ გზაზე დაგაყენონ. ეს იქნება შენი საუკეთესო მარადიული მზითვი და სიმდიდრე.
ფრთხილად იყავი, დედას ნუ ეურჩები, ნურც მამას. ერის ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდე და ბავშვურ თამაშებს ნუ ითამაშებ, არამედ, როგორც ჭკვიანმა გოგომ – ეკლესია, სახლი და საღმრთო წიგნები.
მამა ათანასე ლოცულობს შენთვის, ისევე, როგორც სხვა მამები. მეც მთელი სულითა და გულით ვლოცულობ.

შენი მამა და მლოცველი,
ცოდვილი მონ. იოსები

 
თემატური კითხვები
0