ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
ო, სიხარული! ო, მადლიერება! ო, ზეციერი მამის სიყვარული! ცხონებისკენ გვიზიდავს, ყველანაირი
ო, სიხარული! ო, მადლიერება! ო, ზეციერი მამის სიყვარული! ცხონებისკენ გვიზიდავს, ყველანაირი მწიკვლისგან განგვწმედს, პატივს გვცემს, თავისი სიმდიდრით გვამდიდრებს. ო, სიხარული! ო, სიყვარული! ო, ჭეშმარიტება! იქ, ჩემო ოქროს ერგინა, არ არსებობს მჩაგვრელი, ბოროტმოქმედი. შური და ღვარძლი გაქრება. არანაირი ვნება აღარ არსებობს, იმას კი, რაც გვქონდა, ხიდზე გადასვლამდე დავტოვებთ. იქაურობასა და აქაურობას შორის დიდი უფსკრული დევს.