ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო
ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო
რა გაქვს ისეთი, ამპარტავანო ადამიანო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რატომღა იქადი, თითქოს არ მიგეღოს [და მუდამ შენი ყოფილიყოს?] შეიცანი, ჩემო მდაბალო სულო, შენი კეთილისმოქმედი და ფრთხილად იყავი, რომ სხვისი რამ არ მიითვისო – ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო. შეიცანი, უბადრუკო, შენი არსება და წარმომავლობა. ნუ გავიწყდება, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერიც უცხოა. ხოლო თუ ტკბილმა კეთილისმოქმედმა რამე მოგცა, სუფთა სინდისით დაუბრუნე „შენნი შენთაგან“.