ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ბოროტი ზრახვები
43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს (ილუზიონისტს), სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემოქმედისგან ამ სახით ქმნილი, სიამტკბილობს ეშმაკის წარმოსახვითი შემოტევებისას და, ცთუნებულია რა, მიესწრაფვის უკეთურს როგორც კეთილს (ისევე როგორც მტრედი – თავისი შვილების მომვერაგებელს – მზაკვრულად დამჭერს), და ამ სახით აზავებს იგი თავის გულისზრახვებს ეშმაკეული შემოტევის წარმოსახვასთან (იქნება ეს კეთილაღნაგი ქალის სახე თუ სხვა რამ ამგვარი, რაც კი ქრისტეს მცნებათა მიერ ყოვლითურთ აკრძალულია), შემდეგ კი იმას იზრახავს, რომ როგორმე მოახერხოს და მისგან ხილული (გონებაში ვნებათად წარმოსახული) მშვენიერება საქმედ აქციოს; და მაშინვე ეს სული, უკვე დაყოლიებული, ამის შემდეგ თავისი სხეულის მიერ საქმედ აქცევს გონებითად მისგან ხილულ ურჯულოებას, დასასჯელად თავისი თავისა.